24 მაისს, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართა კონფერენცია “აფხაზთა და ქართველთა ერთობის საზოგადოება – ერთობა ხვალისთვის”.
პავლე ზაზაძის სახელობის საკონფერენციო დარბაზში შეკრებილ საზოგადოებას მიესალმდენ სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი პროფესორი მაკა ბერიძე, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრი იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში დავით ფაცაცია, სახელმწიფო რწმუნებული სამცხე-ჯავახეთის მხარეში ბესიკ ამირანაშვილი და აფხაზთა და ქართველთა ერთობის საზოგადოების წარმომადგენლები.
კონფერენცია სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და საქართველოს მცირე და საშუალო საწარმოთა ასოციაციის თანაორგანიზატორობით გაიმართა.
ღონისძიებას უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლები, ადმინისტრაციული პერსონალი და სტუდენტები ესწრებოდნენ.