კონფერენცია ნიადაგმცოდნეობასა და აგროქიმიაში, „ნიადაგი – ეროვნული განძი“

2-6 დეკემბერს გაიმართა   საქართველოს ნიადაგმცოდნეთა საზოგადოების ორგანიზებული კონფერენცია (დაუსწრებელი) ნიადაგმცოდნეობასა და აგროქიმიაში – „ნიადაგი – ეროვნული განძი“. მონაწილეობას ღებულობდნენ სხვადასხვა უნივერსიტეტები, მათ შორის სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის  ინჟინერიის, აგრარულ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის პროფესორ-მასწავლებლები და დოქტორანტები.

მომხსენებლები:

  • ს/მ. მეცნ.აკად. დოქტორი, ასოც. პროფ. ზაირა ტყებუჩავა, “სამცხე-ჯავახეთის ნიადაგების ნაყოფიერება და მათი გაუმჯობესების გზები”;
  • ბიოლ. მეცნ.აკად. დოქტორი რუსუდან ურიდია, “ნიადაგის ნაყოფიერების შენარჩუნება ადგილობრივი მიკროელემენტებით”;
  • ტექნ. მეცნ.აკად. დოქტორი  მალხაზ ნარიმანიშვილი, „ხე-ტყის დამამზადებელი აგრეგატების კვლევა ტყეში დატკეპნის შემცირების მიზნით“;
  • ს/მ მეცნ.აკად. დოქტორი, ასოც. პროფ. თეიმურაზ გვარამაძე, „ეკოლოგიურად უსაფრთხო პროდუქციის მიღების პერსპექტივები ახალციხის მუნიციპალიტეტში“;
  • აგრონომიის დოქტორანტი მზია ლობჯანიძე, „სამცხე-ჯავახეთის მაღალმთიან ზონაში ნიადაგის ნაყოფიერება და მისი გაუმჯობესების გზები“;
  • აგრონომიის დოქტორანტი თამარ ნარიმანიშვილი, „ნიადაგის ფიზიკურ-ქიმიური თვისებების გავლენა საშემოდგომო ხორბლის მოსავლიანობაზე“.

იხილეთ კონფერენციის მონაწილეთა სრული სია