2023 წლის 24 ოქტომბერს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ორგანიზებით, იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტთან თანამშრომელბით გაიმართება მესამე საერთაშორისო კონფერენცია – აკადემიური კეთილსინდისიერების პრინციპები ხელოვნური ინტელექტის პირობებში: პრაქტიკა და გამოწვევები
კონფერენცია გაიმართება წინანდალში
კონფერენციის სამუშაო თემებია:
- აკადემიური კეთილსინდისიერება და ხელოვნური ინტელექტი;
- სტუდენტების შეფასება;
- კვლევის ეთიკა;
- სწავლების მეთოდები;
- აკადემიური კეთილსინდისიერება სკოლაში
ღონისძიების მიზანია გამოცდილების გაზიარება და შემთხვევების ანალიზი, რომელიც შეაჯამებს არსებულ პრაქტიკას და მონაწილეებს დაეხმარება წარმატებული მაგალითების იდენტიფიცირებაში.
კონფერენციაზე წარსადგენი ნაშრომის ფორმატია მოხსენება/პრეზენტაცია და/ან კვლევის ანგარიში. მონაწილეთა მიღებისათვის აუცილებელია 2023 წლის 20 სექტემბრამდე გამოგვიგზავნოთ მომხსენებლის ბიოგრაფია/CV და პრეზენტაციის მცირე აბსტრაქტი, მაქს. 200-250 სიტყვა, მისამართზე: [email protected] (ქართულ და ინგლისურ ენაზე).
კონფერენცია პროექტის „აკადემიური კეთილსინდისიერება ხარისხიანი სწავლისა და სწავლებისათვის ქართულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში“ (INTEGRITY) ფარგლებში ორგანიზებული ღონისძიებაა
კონფერენციის სამუშაო ენა არის ქართული და ინგლისური.