კონფერენცია INTEGRITY-ის ფარგლებში

2023 წლის 24 ოქტომბერს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ორგანიზებით, იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტთან თანამშრომელბით გაიმართება მესამე საერთაშორისო კონფერენცია – აკადემიური კეთილსინდისიერების პრინციპები ხელოვნური ინტელექტის პირობებში: პრაქტიკა და გამოწვევები

კონფერენცია გაიმართება წინანდალში

კონფერენციის სამუშაო თემებია:

  •   აკადემიური კეთილსინდისიერება და ხელოვნური ინტელექტი;
  •   სტუდენტების შეფასება;
  •   კვლევის ეთიკა;
  •   სწავლების მეთოდები;
  •   აკადემიური კეთილსინდისიერება სკოლაში

ღონისძიების მიზანია გამოცდილების გაზიარება და შემთხვევების ანალიზი, რომელიც შეაჯამებს არსებულ პრაქტიკას და მონაწილეებს დაეხმარება წარმატებული მაგალითების იდენტიფიცირებაში.

კონფერენციაზე წარსადგენი ნაშრომის ფორმატია მოხსენება/პრეზენტაცია და/ან კვლევის ანგარიში. მონაწილეთა მიღებისათვის აუცილებელია 2023 წლის 20 სექტემბრამდე გამოგვიგზავნოთ  მომხსენებლის ბიოგრაფია/CV  და პრეზენტაციის მცირე აბსტრაქტი, მაქს. 200-250 სიტყვა, მისამართზე: [email protected]  (ქართულ და ინგლისურ ენაზე).

კონფერენცია პროექტის „აკადემიური კეთილსინდისიერება ხარისხიანი სწავლისა და სწავლებისათვის ქართულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში“ (INTEGRITY) ფარგლებში ორგანიზებული ღონისძიებაა

კონფერენციის სამუშაო ენა არის ქართული და ინგლისური.