სამცხე -ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, კრისტალის ახალგაზრდა მეწარმეთა სკოლის ტრეინინგების ციკლს მენტორობას კვლავ ამავე უნივერსიტეტის პროფესორი როინ თათეშვილი გაუწევს. ტრეინინგ კურსი ორ თვიანია და მოიცავს 2 დონეს. პირველ დონეზე მონაწილენი გაივლიან ზოგად კურსს მეწარმეობაში. მეორე დონეზე მონაწილეები შეისწავლიან ბიზნეს იდეების გარდაქმნას ბიზნეს პროექტებად; ამ დონეზე მხოლოდ ის მონაწილეები გადავლენ, რომელთაც ზუსტად აქვთ გადაწყვეტილი ბიზნეს იდეის პრაქტიკაში განხორციელება. ტრენინგების ციკლის მიზანია რეგიონებში მცხოვრები ახალგაზრდების გააქტიურება, მათთვის სამეწარმეო უნარების განვითარება და თვითდასაქმება. ახალგაზრდა მეწარმეთა სკოლა შეიქმნა პროექტის – „ახალგაზრდების სამეწარმეო უნარ-შესაძლებლობების, დასაქმებისა და შემოსავლის გენერირების მხარდაჭერა საქართველოში’’ (Yes-Georgia) – ფარგლებში, რომელიც ხორციელდება ფონდი „კრისტალის’’ მიერ, სს მისო „კრისტალთან“ და PH International-თან ერთად, რომელთაც 2018 წელს შეუერთდა „ჯუნიორ ეჩივმენტი’’ (Junior Achievement in Georgia). პროექტს ფინანსურ მხარდაჭერას უწევს ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტო ( USAID).