კურსდამთავრებულთა გაცილება

24 ივნისს, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის I კორპუსის ეზოში გაიმართა განათლების, ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებათა და იურიდიული ფაკულტეტების 2019 წლის კურსდამთავრებულთა გამოსაშვები (მანტიების ) ცერემონია,  სადაც მონაწილეობას იღებდა  ჰუმანიტარული და იურიდიული ფაკულტეტის საბაკალავრო და სამაგისტრო საფეხურის 210 კურსდამთავრებული, ხოლო 26 ივნისს  II კორპუსში, ზაზაძის სახელობის საკონფერენციო დარბაზში გაიმართა ბიზნესის ადმინისტრირებისა და ინჟინერიის, აგრარულ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტების კურსდამთავრებულთათვის ცერემონია, აქაც მონაწილეობას ღებულობდა  ბიზნესის ადმინისტრირებისა და ინჟინერიის, აგრარულ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტების საბაკალავრო და სამაგისტრო საფეხურის 80 კურსდამთავრებული.