28 ივლისს, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის I კორპუსში გაიმართა 2022 წლის კურსდამთავრებულთა გამოსაშვები ცერემონია. ცერემონია გახსნა და კურსდამთავრებულებს ბაკალავრისა და მაგისტრის ხარისხის მინიჭება მიულოცა უნივერსიტეტის რექტორმა, პროფესორმა მაკა ბერიძემ.
ასევე, კურსდამთავრებულებს მიესალმნენ: რექტორის მოადგილე სამეცნიერო დარგში პროფესორი მერაბ ბერიძე, ბიზნესის ადმინისტრირების ფაკულტეტის დეკანი პროფესორი გიორგი (გივი) ბუცხრიკიძე, განათლების ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანი ასოცირებული პროფესორი გულიკო ბექაური, სასწავლებლის ადმინისტრაციის თანამშრომლები და აკადემიური პერსონალი.
დღესვე რექტორმა მაკა ბერიძემ წარმატებული მოსწავლეების აღზრდისთვის მადლობის სიგელით დააჯილდოვა რეგიონის სკოლის დირექტორები, ხოლო წარჩინებულ კურსდამთავრებულებს გადასცა სიგელები.
სიტყვით გამოვიდნენ და სტუდენტობის წლებზე ისაუბრეს კურსდამთავრებულებმა, რომელებმაც მადლობა გადაუხადეს პროფესორ–მასწავლებლებს, მეგობრებსა და მშობლიურ უნივერსიტეტს მის კედლებში გატარებული წლებისა და მიღებული ცოდნისათვს. ღონისძიებას ესწრებოდნენ კურსდამთავრებულების ოჯახის წევრები და მეგობრები.
დასასრულს გაიმართა ქუდების ცაში ასროლის ტრადიციული ცერემონია.