
ETHICS-პროექტის ფარგლებში, პროექტის წევრი ევროპელი პარტნიორების (ჩეხეთი, ნიდერლანდები) მონაწილეობით მომზადებული საპილოტე, ონლაინ კურსი დოქტორანტებისა და მაგისტრანტებისთვის – Research Ethics and Integrity(REI) – კვლევის ეთიკა და კეთილსინდისიერება. კურსი არის ინტერაქტიული და მისი გავლა აუცილებელი მკვლევარებისა და კვლევებით დაინტერესებული ახალგაზრდებისთვის.
- კურსი საპილოტე რეჟიმში განხორციელდება 2024 წლის საშემოდგომო სემესტრში, 1-ლი ოქტომბრიდან 15 დეკემბრამდე. კვირაში 1-2 სთ., ონლაინ, თქვენთვის მორგებულ გრაფიკზე;
- მონაწილეობის მიღება შეუძლიათ დოქტორანტურის და მაგისტრატურის სტუდენტებს;
- კურსზე დარეგისტრირება დაიწყება 20 სექტემბრიდან-30 სექტემბრის ჩათვლით
კურსის გავლის შემდეგ თქვენ გეცოდინებათ: კვლევის ეთიკისა და კეთილსინდისიერების არსი, კვლევის პასუხისმგებლობით წარმართვა; კვლევაში თქვენი უფლებები და მოვალეობები, სადოქტორო სწავლების ხელმძღვანელობა; ეთიკა კლინიკურ მედიცინაში; ღია მეცნიერება, ღია წვდომა, სანდო და უტყუარი მონაცემები; ეთიკა საგამომცემლო მეცნიერებაში; თარგმანები კვლევის პრაქტიკაში; უნივერსიტეტის პოლიტიკა და კვლევის მხარდამჭერი სერვისები; გაეცნობით კვლევის კეთილსინდისიერების ევროპული
ქცევის კოდექსს (2023) და სხვადასხვა საერთაშორისო დეკლარაციებს.
კურსის წარმატებით გავლის შემდეგ გაიცემა საერთაშორისო სერთიფიკატი
სარეგისტრაციო ბმული:
https://docs.google.com/forms/d/1KJX8CPLuyS1WjsOLLFACFWdREMtgn3stX7bh3r2ck4o/prefill
