საერთაშორისო ტრენინგები ტალინში

მიმდინარე წლის 22-28 მაისს,  DITECH-Erasmus+ პროექტის ფარგლებში, ტალინის უნივერსიტეტში (ესტონეთი) ჩატარდა TOT მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ტრენერთა ტრენინგი, სადაც სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტიდან  მონაწილეობას ღებულობდა პროფ. თინა გელაშვილი (პროექტის მენეჯერი) და სტაფის ორი წევრი: ასისტენტ-პროფ., ინჟინერიის დოქტორი, ნინო ბერიძე და ეკონომიკის დოქტორი მარიამ კენჭოშვილი.

პროექტის ფარგლებში გადამზადებული სტაფი თავის მხრივ, საზაფხულო არდადეგების პერიოდში დაატრენინგებს უნივერსიტეტის აკადემიურ პერსონალს და სკოლის პედაგოგებს (სურვილის შემთხვევაში) სწავლასა და სწავლებაში გამოყენებულ  ინტერაქტიულ ტექნოლოგიებსა და ინსტრუმენტებზე. პრაქტიკულად მოხდება  სხვადასხვა სოფტების (Camtasia, Panopto, Snaget, infographics, Canva, H5P and EdPuzzle) შესწავლა და მათი გამოყენება ონლაინ ლექციებისა და სასწავლო მასალების ჩასაწერად.