მიიღე მონაწილეობა კვლევაში, შენი აზრი მნიშვნელოვანია

გაცნობებთ, რომ საქართველოს უნივერსიტეტებში განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ იგეგმება სტუდენტებისთვის ფსიქოლოგიური საკონსულტაციო ცენტრების შექმნა.

საუნივერსიტეტო სივრცეში ასეთი ცენტრები უცხოეთში დამკვიდრებული პრაქტიკაა, ჩვენთან ახლა იწყება ამ მიმართულებით მუშაობა.

ამ ცენტრების ეფექტიანი ფუნქციონირებისთვის ის მაქსიმალურად უნდა ასახავდეს და შეესაბამებოდეს  სტუდენტების რეალურ საჭიროებებს.

მიზნის მისაღწევად თქვენი ჩართულობა და თანამშრომლობა გვჭირდება.

გთხოვთ, გაეცნოთ მოცემულ კითხვარს. გამოკითხვა ანონიმურია, ხოლო შედეგები გამოიყენება ზოგადი სტატისტიკური ანალიზის ჩასატარებლად, რაც უზრუნველყოფს ინდივიდუალური პასუხების კონფიდენციალობას.

შეკითხვებს არ აქვს სწორი და არასწორი პასუხი, ამიტომ, შეეცადეთ კითხვებს მაქსიმალურად გულწრფელი პასუხი გასცეთ.  

დახმარებისთვის წინასწარ გიხდით მადლობას!

>>>>>>კითხვარზე გადასვლა