სტუდენტთა ელექტრონულ პორტალზე რეგისტრაციის ვადა: 17.01.2019-01.02.2019 (09:00-18:00) ელექტრონულ პორტალზე მობილობის შედეგების გამოქვეყნების ვადა: 06.02.2019 დადებითი შედეგის შემთხვევაში სტუდენტის მიმღებ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში გამოცხადების ვადა: 06-12.02.2019 რეგისტრაციისათვის სავალდებულო დოკუმენტაცია: 1. განცხადება რექტორის სახელზე (ივსება ადგილზე). 2. ამონაწერი უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ჩარიცხვის ბრძანებიდან; 3. სტუდენტის სასწავლო ბარათი (ნიშნების ფურცელი) ასლი; 4. ცნობა გაცემული შესაბამისი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებიდან სტუდენტის სტატუსის მითითებით; 5. სამხედრო აღრიცხვაზე ყოფნის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი (მხოლოდ ვაჟებისთვის); 6. პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის 2 ასლი; 7. სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის (ატესტატი) ასლი; 8. ფოტოსურათის ელექტრონული ვერსია (CD).
შიდა მობილობის მსურველთათვის!
განცხადების წარმოდგენის ვადაა: 2019 წლის 17 იანვრიდან – 25 თებერვლის ჩათვლით
რეგისტრაცია: უნივერსიტეტის I კორპუსი, ოთახი 303
დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით:
ტელ: 577 98 77 84; 595 20 92 62