მიღება სადოქტორო პროგრამაზე

სსიპ სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის ინჟინერიის, აგრარულ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტი 2022-2023 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრისათვის აცხადებს მიღებას ინფორმატიკის სადოქტორო პროგრამაზე – 1 ადგილი

დოქტორანტურაში მიღების ვადები:

რეგისტრაცია – 2022 წლის 17 სექტემბრიდან 27 სექტემბრის ჩათვლით .

გამოცდა ინგლისურ ენაში – 29 სექტემბერი

გამოცდა სპეციალობაში – 30 სექტემბერი

დოქტორანტურაში მიღების ეტაპები

პირველი ეტაპი: რეგისტრაცია

დოქტორანტურაში ჩაბარების მსურველებმა ქვემოთ მითითებული დოკუმენტები უნდა ატვირთონ   2022 წლის   17 სექტემბრიდან – 27 სექტემბრის  ჩათვლით (18:00 საათამდე) ბმულზე :

 https://docs.google.com/forms/d/e/1FAIpQLSc14XUDSDquKe9WkRd4OjmsxcyJDH2DzytY4smJgBXPP3uARg/viewform?fbclid=IwAR0f-9TlgDPS1nvCpZpV2DWG9mQcY5TQ88asIqBDTB3A5gQXytuwsFBCPX4

1. განცხადება   (ჩამოტვირთეთ განცხადების ფორმა);

2. ავტობიოგრაფია (CV) (ჩამოტვირთეთ CV-ის ფორმა);

3. მაგისტრის დიპლომის ნოტარიულად დამოწმებული ასლი ან მაგისტრის ხარისხთან გათანაბრების  დოკუმენტი

4. პირადობის მოწმობის (პასპორტის) ასლი

5.  ერთი ფოტოსურათი (3X4) ; 

6. ინგლისური ენის B2 დონეზე ცოდნის დამადასტურებელი დოკუმენტი (ასეთის არსებობის შემთხვევაში) – საერთაშორისო სერტიფიკატი (TOEFL; IELTS; FCE), ინგლისურენოვანი საბაკალავრო ან სამაგისტრო პროგრამის დასრულების დამადასტურებელი დიპლომის ნოტარიულად დამოწმებული ასლი (უცხოეთში გაცემულ დიპლომთან ერთად წარმოდგენილი უნდა იყოს განათლების ხარისხის ეროვნული ცენტრის მიერ გაცემული დოკუმენტი – უცხოეთში მიღებული განათლების აღიარების შესახებ). 

7. ქართული ენის B2 დონეზე ცოდნის დამადასტურებელი დოკუმენტი (ასეთის არსებობის შემთხვევაში) – სერტიფიკატი, ან ქართულენოვანი საბაკალავრო ან სამაგისტრო პროგრამის დასრულების დამადასტურებელი დიპლომის ნოტარიულად დამოწმებული ასლი.

შენიშვნა: საბუთების მიღებას დაგიდასტურებთ ადმინისტრაცია.  

გამოცდა ინგლისურ ენაში კონკურსანტებისათვის,  რომელთაც არ ექნებათ წარმოდგენილი უცხოური ენის B2 დონეზე ცოდნის დამადასტურებელი დოკუმენტი, ინიშნება  გამოცდა უცხოურ ენაში.


ზეპირი გამოცდა სპეციალობაში

ზეპირი გამოცდა ბარდება დარგობრივი საგამოცდო კომისიის წინაშე.


ხელშეკრულების გაფორმება

უნივერსიტეტის რექტორი, დოქტორანტი და სამეცნიერო ხელმძღვანელი, ჩარიცხვიდან არა უმეტეს ორი თვის ვადაში ხელს აწერენ ხელშეკრულებას, რომელიც განსაზღვრავს ყველა მხარის უფლება-მოვალეობებს. ხელშეკრულების ნაწილია დოქტორანტის ინდივიდუალური გეგმა. დოქტორანტი სამეცნიერო ხელმძღვანელთან ერთად ადგენს ინდივიდუალურ გეგმას (სადოქტორო პროგრამის შესაბამისად), რომელიც დამოკიდებულია დოქტორანტის სადისერტაციო ნაშრომის, შესაბამისი დარგის/დარგების და/ან ქვედარგისა  და სადოქტორო პროგრამის სპეციფიკაზე, ასევე დოქტორანტის აკადემიურ გამოცდილებაზე.

საკონტაქტო ტელეფონი : 577 98 77 84;

ელფოსტა: [email protected]