მობილობის მსურველ პირთა საყურადღებოდ!

2020-2021 სასწავლო წლის საგაზაფხულო მობილობა

ელექტრონულ პორტალზე რეგისტრაციის ვადა განისაზღვრა –

2021 წლის  28 იანვრიდან  2021 წლის 8 თებერვლის 18:00 სთმდე

ელექტრონულ პორტალზე რეგისტრაციისთვის გადადით შემდეგ ბმულზე (www.students.emis.ge)

მობილობის მსურველი პირი (მობილობაზე თანხმობის მიღების შემდეგ) რეგისტრაციას სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაივლის ელექტრონული სახით.

რეგისტრაციის დაწყებამდე აუცილებლად მზად უნდა ჰქონდეს ყველა ასატვირთი დოკუმენტი.

  • განცხადება რექტორის სახელზე;
  • ატესტატის ასლი;
  • პირადობის მოწმობის (პასპორტის) ასლი;
  • უსდ-ში ჩარიცხვის ბრძანების ასლი;
  • ცნობა სტუდენტის სტატუსის შესახებ;
  • სტუდენტის ბარათის ასლი (ჩაბარებული სასწავლო კურსების (გავლილი კრედიტების) მითითებით);
  • ფოტოსურათის (3X4) ელექტრონული ვერსია jpg; 
  • მიწერის მოწმობის, ან სამხედრო ბილეთის ასლი (სამხედრო ვალდებულთათვის, წვევამდელთათვის);

შენიშვნა: სჯსუ-ში ელ.რეგისტრაციის დაწყების დრო (სარეგისტრაციო ბმულით), გეცნობებათ დამატებით.

სტუდენტის სარეგისტრაციო ანკეტა არის საფუძველი  რეესტრში მონაცემების შესატანად. არასწორად შევსებულ ინფორმაციაზე პასუხისმგებელია პირადად სტუდენტი.

შიდა მობილობის ვადები (1 თებერვალი ­­— 21 თებერვლის ჩათვლით)

დამატებითი ინფორმაციისთვის დარეკეთ: 577 98 77 84