მსმენელთა მიღება ტრენინგზე (EEPIIQ)

სჯსუ მიმდინარე პროექტის,  სამეწარმეო განათლება, გზა ინოვაციის, თანასწორობისა და ხარისხისაკენ (EEPIIQ),  ფარგლებში აცხადებს მსმენელთა მიღებას პროექტით განსაზღვრული აქტივობის ფარგლებში – ფაკულტეტის განვითარების ტრენინგი .

 ტრეინინგს წაუძღვებიან ჯორჯ ვაშინგტონის უნივერსიტეტის ინოვაციებისა და მეწარმეობის ოფისის (OIE)  წარმომადგენლები : ბობ სმიტი და კერი სლატერი

ტრეინინგის ჩატარების დრო და ხანგრძლივობა :

11.12.23-15.11.23

10:00 საათიდან – 16:00 საათამდე

პროექტის მთავარი მიზანია ამ პროექტში მონაწილე უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების – სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტისა (SJSU) და კავკასიის უნივერსიტეტის (CU) ინოვაციური და მეწარმეობის შესაძლებლობების განვითარება.

პროექტი აღნიშნული  მიზნის მიღწევას გეგმავს უსდ-ების ექსპერტიზისა და რესურსების განვითარებით, მათი სტრატეგიული მიზნებისა და გეგმების განახლებით და უნივერსიტეტის დაინტერესებული მხარეების ქსელების ინტენსიური განვითარების გზით, რომელიც თავის მხრივ, დააკავშირებს საუნივერსიტეტო ნოუჰაუს ინდუსტრიულ რესურსებთან – აღნიშნული თანამშრომლობის მოდელი ხშირად განიხილება როგორც ევროპულ ცოდნაზე დაფუძნებული ეკონომიკის ძირითადი ელემენტი.

პროექტი დაფინანსებულია საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და მსოფლიო ბანკის ერთობლივი პროგრამით „ინოვაციის, ინკლუზიურობის და ხარისხის პროექტი – საქართველო I2Q (IBRD)” შექმნილი კონკურენტული ინოვაციის ფონდის (CIF) ფარგლებში.

მონაწილოების მიღება შეუძლია სჯსუს:

  • დოქტორანტებს;
  • დოქტორის ხარისხის მქონდე პირებს;
  • აკადემიურ და მოწვეულ პერონალს;

შერჩევის კრიტერიუმები:

  • ინგლისური ენის ცოდნა B1-B2 დონეზე;
  • სამოტივაციო წერილი;

რეგისტრაცია იწარმოებს: 15 ნოემბრიდან- 20 ნოემბრის ჩათვლით

დაინტერესებულმა პირებმა გთხოვთ გამოაგზავნოთ თქვენი სამოტივაციო წერილი მისამართზე:

[email protected]

დამატებითი ინფორმაციისათვის დაგვიკავშირდით სამუშაო დღეებში 10:00-დან 17:00 საათამდე, შემდეგ ტელეფონის ნომრებზე:

591 41 12 84

591411272