მედიაგანათლების პროგრამის მიზნები და პერსპექტივები

2 დეკემბერს, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, მულტიმედია კომუნიკაციის სამაგისტრო პროგრამის დანერგვის შესახებ სამუშაო შეხვედრა შედგა. ეპიდსიტუაციიდან გამომდინარე ამერიკელი კოლეგების საპასუხო ვიზიტი ონლიან რეჟიმში წარიმართა.

შეხვედრაზე სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის მოწვეულმა კონსულტატმა ნათია კუპრაშვილმა მულტიმედია კომუნიკაციის სამაგისტრო პროგრამის პრეზენტაცია გააკეთა. შეხვედრას ესწრებოდნენ პროგრამის შემუშავებაში ჩართული პირები, მათ შორის სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი, პროფესორი მაკა ბერიძე და ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის თანამშრომელი თეა თათენაშვილი.

მედია განათლების პროგრამის მიზანი საქართველოში ჟურნალისტიკის სწავლების გაძლიერება და თანამედროვე მედია სტანდარტების დანერგვაა. პროექტი აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ არის დაფინანსებული და საქართველოში ამერიკის საელჩოს მიერ ხორციელდება. ამერიკული მხრიდან პროექტის პარტნიორია ორგანიზაცია WorldChicago.

სამაგისტრო პროგრამა მომზადდება საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს მიერ დაფინანსებულ „მედიაგანათლების მხარდაჭერის პროგრამის“ და ჟურნალისტიკის რესურსცენტრის აქტიური მხარდაჭერის ფარგლებში.