🔹 26 სექტემბერს Erasmus+ ინსტიტუციური განვითარების პროგრამის (CBHE) მიერ დაფინანსებული პროექტის _ „სავეტერინარო მედიცინის ფაკულტეტების განვითარება საქართველოს უმაღლეს სასწავლო დაწესებულებებში ვეტერინარიის ახალგაზრდა პროფესიონალების მომზადების მიზნით“ (VETPRO) ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამეცნიერო ბიბლიოთეკაში, პროექტის ფარგლებში ესტონეთსა და ლატვიაში ვიზიტით მყოფმა პირებმა, მიღებულ ცოდნასა და გამოცდილებაზე პრეზენტაციები გამართეს.
🔹 სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტიდან ესტონეთის სიცოცხლის შემსწავლელ მეცნიერებათა უნივერსიტეტს 12-16 სექტემბერს უნივერსიტეტის რექტორი, პროფესორი მაკა ბერიძე, ასევე, პროფესორები _ ლევან მაკარაძე და ნინო მილაშვილი სტუმრობდნენ. ხოლო, 5 – 9 სექტემბერს სამუშაო ვიზიტში მონაწილეობა მიიღეს პროექტის მენეჯერმა, საერთაშორისო ურთიერთობების უფროსმა სპეციალისტმა გურანდა მოდებაძემ და პროფესორმა, პროექტის მკვლევარმა ნინო მილაშვილმა.
🔹 ღონისძიება უნივერსიტეტის რექტორმა, პროფესორმა მაკა ბერიძემ გახსნა. ქალბატონმა მაკამ ესტონეთის სიცოცხლის შემსწავლელ მეცნიერებათა უნივერსიტეტში ვეტერინარიის პროგრამის შესახებ დეტალურად მოახსენა დამსწრე საზოგადოებას.
🔹 პროექტის მონაწილეებმა _ პროექტის მენეჯერმა, საერთაშორისო ურთიერთობების უფროსმა სპეციალისტმა გურანდა მოდებაძემ, პროფესორებმა ლევან მაკარაძემ და ნინო მილაშვილმა, ვიზიტის დროს გაცნობილი სიახლეების შესახებ ისაუბრეს.
🔹 აღსანიშნავია, რომ ღონისძიებას Erasmus+ ინსტიტუციური განვითარების პროგრამის (CBHE) მიერ დაფინანსებული პროექტის _ „სავეტერინარო მედიცინის ფაკულტეტების განვითარება საქართველოს უმაღლეს სასწავლო დაწესებულებებში ვეტერინარიის ახალგაზრდა პროფესიონალების მომზადების მიზნით“ (VETPRO) ფარგლებში მონაწილე პარტნიორი _ ზუგდიდის შოთა მესხიას სახელობის სასწავლო უნივერსიტეტის წარმომადგენლები ონლაინ რეჟიმში ესწრებოდნენ.
🔹 ღონისძიებას პროექტის მონაწელეები, რექტორატისა და ადმინისტრაციის წარმომადგენლები, პროფესორ-მასწავლებლები, სტუდენტური თვითმმართველობის წარმომადგენლები და სხვა დაინტერესებული პირები ესწრებოდნენ.