26.12.2024 წ. გაიმართა სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის, ინჟინერიის, აგრარულ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტზე პროგრამირების ოლიმპიადა, სადაც მონაწილეობა მიიღეს: ინფორმაციული ტექნოლოგიების საბაკალავრო პროგრამის, ბიზნეს-ინფორმატიკის სამაგისტრო პროგრამის და ინფორმაციული ტექნოლოგიების დამატებითი პროგრამის სტუდენტებმა.
პირველ ადგილი დაიკავა ინფორმაციული ტექნოლოგიების მესამე კურსის სტუდენტმა – მარიამ აღდგომელაძემ;
მეორე ადგილი დაიკავა ინფორმაციული ტექნოლოგიების მეორე კურსის სტუდენტმა – სუსანა მათევოსიანმა;
მესამე ადგილი დაიკავა ინფორმაციული ტექნოლოგიების მეოთხე კურსის
სტუდენტმა – ნიკა ქარჩაიძემ.
პრიზიორი სტუდენტები დაჯილდოვდნენ საჩუქრებით და სერტიფიკატებით.
პროგრამირების ოლიმპიადის ყველა მონაწილეს გადაეცა ოლიმპიადაში მონაწილეობის სერტიფიკატი.