პროფესორ მარიკა ჯიქიას 80 წლისადმი მიძღვნილი სამეცნიერო კონფერენცია “ქართული აღმოსავლეთმცოდნეობისა და თურქოლოგიის სამეცნიერო სკოლის ტრადიციები და თანამედროვეობა”

პატივცემულო კოლეგებო,

გაცნობებთ, რომ პროფესორ მარიკა ჯიქიას 80 წლისადმი მიძღვნილი სამეცნიერო კონფერენცია “ქართული აღმოსავლეთმცოდნეობისა და თურქოლოგიის სამეცნიერო სკოლის ტრადიციები და თანამედროვეობა” –  გაიმართება 7-8 დეკემბერს

კონფერენციაში მონაწილეობის  მსურველებმა  2026 წლის 30  ოქტომბრამდე თეზისები

უნდა გამოგზავნონ ელექტრონული ფოსტის  მისამართზე:  [email protected]

კონფერენციაში მონაწილეობის ფორმატი: დასწრებული (მოხსენება).

კონფერენციის ჩატარების ადგილი: ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისისსახელმწიფო უნივერსიტეტი, საქართველო.

სამუშაო ენა: ქართული

სამეცნიერო კონფერენციის  ფარგლებში გაიმართება პროფესორ მარიკა ჯიქიასადმი მიძღვნილი

გამოფენა. 

საკონტაქტო პირი:  

თსუ ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის სამეცნიერო კვლევებისა და განვითარების სამსახურის უფროსი, ასოც. პროფესორი ეკატერინე ნავროზაშვილი,  თსუ, I კორპუსი, ოთახი 204.

თეზისების გაფორმების წესი:

გაერთიანებულ დოკუმენტში  (MS Word) გთხოვთ  შეიტანოთ შემდეგი მონაცემები:

1. ავტორის სახელი და გვარი ქართულად და ინგლისურად;

2. თეზისების სათაური ქართულად და ინგლისურად;

3. ორგანიზაციის დასახელება ქართულად და ინგლისურად;

4. ფაკულტეტის დასახელება ქართულად და ინგლისურად;

5. აკადემიური პოზიცია ქართულად და ინგლისურად;

6. თეზისების ძირითადი ტექსტი   (MS Word-ით და pdf-ფორმატით) ქართულად და ინგლისურად;

7. 3-5  საკვანძო სიტყვა ქართულად და ინგლისურად; 

8. ფორმატი — A4 

9. შრიფტი —  UNICODE (Sylfaen) 

10. თეზისების /სტატიის ძირითადი ტექსტი დაიწყეთ მომდევნო,  ახალი გვერდიდან,  12 ზომის შრიფტით.

11. ფოტოების და სხვა გრაფიკული გამოსახულების კომპიუტერული ვარიანტი შესრულებული უნდა იყოს JPG ფორმატში.

12. თეზისის მოცულობა:  300 სიტყვა.

13. თავფურცელი გააფორმეთ  შემდეგი თანმიმდევრობით:

· ავტორ(ებ)ი — 12 ზომის შრიფტით ცენტრში;

· სათაური — 12 ზომის შრიფტით ცენტრში; 

· ორგანიზაცია, მაგ., ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი — 12 ზომის შრიფტით ცენტრში; 

· ფაკულტეტის დასახელება — 12 ზომის შრიფტით ცენტრში; 

· საკვანძო სიტყვები;

· თეზისების ძირითადი ტექსტი. 

გაცნობებთ, რომ 2026 წლის 10-11 დეკემბერს ივანე ჯავახიშვილის სახ. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართება აღმოსავლეთმცოდნეობის XIII ახალგაზრდული სამეცნიერო კონფერენცია, რომელიც მიეძღვნება პროფ. მარიკა ჯიქიას იუბილეს.

მონაწილეობის მიღება შეუძლიათ სამივე სასწავლო საფეხურის სტუდენტებს ან ახალგაზრდა მეცნიერებს აღმოსავლეთმცოდნეობითი თემატიკის მოხსე­ნე­ბე­ბით.

მოხსენებათა თეზისები დაიბეჭდება.

სამეცნიერო ხელმძღვანელის მიერ ვიზირებული თეზისები (დაურთეთ საკონტაქტო ინ­ფორ­მა­ცია, მოხსენების სათაური ინგლისურ ენაზე; მიუთითეთ ხელმძღვანელის ვინაობა) მიმ­დი­ნარე წლის 29 ნოემბრამდე უნდა გადმოიგზავნოს შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: [email protected]

საკონტაქტო პირი: ნინო ეჯიბაძე, ტელ.: 555 133 911.