2021-2022 სასწავლო წლისთვის რეგისტრაცია იწარმოებს ელექტრონულად
https://docs.google.com/forms/d/e/1FAIpQLScYPOVx-pV1Rz2US6lvz38i-vuoso6qgtLDgtyVSNOWbxOy0w/viewform
2021 წლის 1 სექტემბრიდან 26 სექტემბრის ჩათვლით
რეგისტრაციისთვის საჭირო ასატვირთი დოკუმენტაცია:
- პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;
უცხო ქვეყნის მოქალაქეობის შემთხვევაში – პასპორტის (ან პირადობის მოწმობის) სანოტარო წესით დამოწმებული თარგმანი;
- ერთიანი ეროვნული გამოცდების საგამოცდო ბარათის ასლი;
- სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი – ატესტატი.
უცხოეთში მიღებული სრული ზოგადი განათლების შემთხვევაში – განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ გაცემული დოკუმენტი განათლების აღიარებაზე;
- სამხედრო აღრიცხვაზე ყოფნის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი (მხოლოდ ვაჟებისთვის);
- ფოტოსურათის ელექტრონული ვერსია (CD).
შენიშვნა: თუ რეგისტრაციის პერიოდისთვის, მსმენელს არ შესრულებია 18 წელი, აუცილებელია მშობლის (მეურვის ან მზრუნველის) მონაწილეობა რეგისტრაციის პროცესში.
საკონტაქტო ტელეფონი: 577 98 77 84; 577 98 77 29
ელ–ფოსტა: [email protected];
სარეგისტრაციო ანკეტა არის საფუძველი საქართველოს განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის ერთიან სტუდენტურ რეესტრში მონაცემების შესატანად. არასწორად შევსებულ ინფორმაციაზე პასუხისმგებელია პირადად ხელმომწერი
გაითვალისწინეთ: დოკუმენტაციის ატვირთვა რომ შეძლოთ აუცილებლად უნდა გქონდეთ gmail-ის ფოსტა, ატვირთვის პროცესის დაწყებამდე შედით ჯერ ფოსტაზე და შემდეგ დაიწყეთ რეგისტრაცია.