რესპუბლიკური სამეცნიერო კონფერენცია ,,სახელმწიფოს ენობრივი პოლიტიკა და სამცხე-ჯავახეთის ონომასტიკა“.

სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის ზაზაძის სახელობის საკონფერენციო დარბაზში, მეცნიერებისა და ინოვაციების ფესტივალის ფარგლებში, მუშაობა დაიწყო რესპუბლიკურმა სამეცნიერო კონფერენციამ ,,სახელმწიფოს ენობრივი პოლიტიკა და სამცხე-ჯავახეთის ონომასტიკა“.

კონფერენცია ტარდება სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის, სახელმწიფო ენის დეპარტამენტისა და სამცხე-ჯავახეთის სამხარეო ადმინისტრაციის მონაწილეობით.

კონფერენცია მუშაობას 23 სექტემბერს დაასრულებს.