2022 წლის 10 მარტს სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში მუშაობა დაასრულა განათლების, ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის საატესტაციო კომისიამ. საატესტაციო კომისიამ განიხილა ატესტაციას დაქვემდებარებულ პირთა დოკუმენტაცია, გაესაუბრა და შეაფასა მათი პროფესიული საქმიანობა.
საატესტაციო კომისიის გადაწყვეტილებით, ატესტაციას დაქვემდებარებული პროფესორი მერაბ ბერიძე (მიმართულება-ჰუმანიტარულ მეცნიერებათა, დარგი / სპეციალიზაცია – ქართული ფილოლოგია, ქვედარგი – ქართველური ენათმეცნიერება) შეესაბამება დაკავებულ თანამდებობას.
საატესტაციო კომისიის გადაწყვეტილებით, ატესტაციას დაქვემდებარებული პროფესორი ნიკოლოზ ახალკაცი (მიმართულება – ჰუმანიტარულ მეცნიერებათა, დარგი / სპეციალიზაცია – ისტორია, ქვედარგი – ძველი მსოფლიოს ისტორია) შეესაბამება დაკავებულ თანამდებობას.
საატესტაციო კომისიის გადაწყვეტილებით, ატესტაციას დაქვემდებარებული პროფესორი რომან გოგოლაური (მიმართულება -ჰუმანიტარულ მეცნიერებათა, დარგი / სპეციალიზაცია– ისტორია, ქვედარგი – საქართველოს ისტორია) შეესაბამება დაკავებულ თანამდებობას.