2022 წლის 11 მარტს სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში მუშაობა დაასრულა ბიზნესის ადმინისტრირების ფაკულტეტის საატესტაციო კომისიამ. საატესტაციო კომისიამ განიხილა ატესტაციას დაქვემდებარებულ პირთა დოკუმენტაცია, გაესაუბრა და შეაფასა მათი პროფესიული საქმიანობა.
საატესტაციო კომისიის გადაწყვეტილებით, ატესტაციას დაქვემდებარებული პროფესორი თინა გელაშვილი (ბიზნესის ადმინისტრირების მიმართულებით, დარგი/ქვედარგი – მენეჯმენტი) შეესაბამება დაკავებულ თანამდებობას.
საატესტაციო კომისიის გადაწყვეტილებით, ატესტაციას დაქვემდებარებული პროფესორი როინ თათეშვილი (სოციალურ მეცნიერებათა მიმართულებით, დარგი/ქვედარგი – ეკონომიკა) შეესაბამება დაკავებულ თანამდებობას.