განათლების, ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებათა
ფაკულტეტის საბაკალავრო და სამაგისტრო ნაშრომების თემატიკა.
თემატიკა დამტკიცებულია ფაკულტეტის საბჭოს მიერ.
20.11.2023 წელი
დადგენილება: N09/02
ქართული ფილოლოგიის კლასტერის პროგრამებისთვის
ქართული ლიტერატურის მიმართულება:
- სერაპიონ ზარზმელის ცხოვრების ტექსტოლოგიური და ისტორიულ-ლიტერატურული ანალიზი.
- ჯავახეთის საეკლესიო კრების მნიშვნელობა „გრიგოლ ხანძთელის ცხოვრების“ მიხედვით.
- საეკლესიო ლიტერატურა და სამონასტრო ცხოვრების ჩამოყალიბება „გრიგოლ ხანძთელის ცხოვრებაში“.
- მირიან დიდაზნაურის მხატვრული სახე „გრიგოლ ხანძთელის ცხოვრების“ მიხედვით.
- აშოტ კურაპალატისა და მისი შვილების მხატვრული სახეები „გრიგოლ ხანძთელის ცხოვრების“ მიხედვით.
- ვანის ქვაბთა მონასტრის პოეზია.
- გიორგი ჩორჩანელის მხატვრულ-ისტორიული სახე და მისი რემინესტიციები გიორგი მთაწმინდელის „იოანე და ექვთიმე მთაწმინდელის ცხოვრებაში“.
- გიორგი მთაწმინდელი და მესხეთი
- აშოტ კურაპალატი, როგორც ტრაგიკული სახე „გრიგოლ ხანძთელის ცხოვრებასა“ და ვასილს ბარნოვის „ტრფობა წამებულში“.
- გრიგოლ ხანძთელის ეპოქის მესხ ქალთა მხატვრული სახეები ჰაგიოგრაფიული ნაწარმოებების მიხედვით.
- გრიგოლ აბაშიძის „ზარზმის ზმანების“ ლიტერატურული ანალიზი.
- „ვინმე მესხის“ პოეზია.
- ივანე გვარამაძის ისტორიული პროზა.
- გიორგი ზედგინიძის „დედის ტაძარი“ – მხატვრული ანალიზი.
- აშუღური პოეზია XX საუკუნის მესხურ ფოლკლორში.
- კოლექტივიზაცია და ხალხური პოეზია XX საუკუნის მესხეთში.
- მიხეილ თამარაშვილის ლიტერატურათმცოდნეობითი კვლევები.
- ძველი ქართული ლიტერატურა, როგორც წყარო, მიხეილ თამარაშვილის სამეცნიერო კვლევებში.
- მიხეილ თარხნიშვილის ლიტერატურათმცოდნეობითი კვლევები.
- ,,წმ. აბიბოს ნეკრესელის წამების” სახისმეტყველება;
- ამირანის მითი და მოსე ხონელის „ამირანდარეჯანიანი”;
- მითოსურის მხატვრული ფუნქცია ვაჟას „ბახტრიონში;
- ილია ჭავჭავაძის ,,კაცია-ადამიანის” სახისმეტყველება.
- ქალთა სახეები ქართულ ჰაგიოგრაფიაში
- ქალისა და დედის სახე ი. ჭავჭავაძის ,,ოთარაანთ ქვრივის,, მიხედვით
- ისტორიული სინამდვილე და მხატვრული გამონაგონი ვაჟა- ფშაველას ,,ბახტრიონში,,
- ისტორიული თემატიკა აკ. წერეთლის შემოქმედებაში ალ. წერეთლის „თორნიკე ერისთავის“ მიხედვით.
- ადამიანის ფენომენი ქართულ და საზღვარგარეთულ რომანტიკულ პოეზიაში (გრიგოლ ორბელიანი, ნიკოლოზ ბარათაშვილი, ნოვალისი, ბაირონი);
- პიროვნება საზოგადოების პირისპირ (ვაჟა-ფშაველას „ალუდა ქეთელაურის“ მიხედვით)
- ელენე დიდიმამიშვილის პოეზია.
- გიორგი ზედგინიძის მხატვრული პროზა.
- შოთა ლომსაძის პოეზია.
- მესხეთი იოსებ ნებაძის შემოქმედებაში (XX საუკუნის მეორე ნახევარი).
ქართული ენის მიმართულება:
- ვარევნისა და მისი შემოგარენის ტოპონიმია
- ოკამი ჯავახეთსა და ქართლში (ონომასტიკური სასალის ანალიზი)
- ენობრივი სიტუაცია სოფელ რუსთავში (ასპინძის მუნიციპალიტეტი)
- ახალციხეში მცხოვრებ სომეხთა მეტყველების თავისებურებანი
- არლის მეტყველების თავისებურებანი
- ბასილ ზარზმელის ენა.
- ეპიტაფიებისა და შელოცვების ენობრივი ანალიზი მესხეთში.
- საკუთარი სახელები „გრიგოლ ხანძთელის ცხოვრების“ მიხედვით.
- სოფელ არლის მეტყველება.
- „ვაჰანის ქვაბთა განგების“ ანთროპოლოგია.
- დიალექტური კონგლომერანტი ქვაბლიანის ხეობაში
- აჭარულ-მესხური დიალექტური შეხვედრები ადიგენის მუნიციპალიტეტში.
- დიალექტთა ურთიერთგავლენები ბორჯომის ხეობაში.
- ა-ზე დამოლოებულ ფუძეთა სრულხმოვნიანი ებ-იანი მრავლობითი მესხურ დიალექტში.
- ნეოლოგიზაცია თანამედროვე ქართულ ენაში.
- ევფემიზმის და დისფემიზმის ლინგვისტური თავისებურებები თანამედროვე ქართულში.
- ჯავახეთში ჩასახლებულ აჭარელთა მეტყველების თავისებურებანი (გორელოვკის მაგალითზე).
- თემის ნიშანთა წარმოება ძველი და ახალი ქართულის მიხედვით;
- რაჭულისა და მესხური დიალექტების ურთიერთმიმართებისათვის;
- ზმნათა თავისებური წარმოება ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ არლის მოსახლეობის მეტყველებაში.
ისტორიის საბაკალავრო ნაშრომების თემატიკა:
- სამცხე-ჯავახეთის დაბრუნება საქართველოს შემადგენლობაში;
- სოფელ ფოკის დედათა მონასტერი;
- სოფელი ფოკა ისტორია და თანამედროვეობა;
- სოფელი იდუმალა, ისტორია და თანამედროვეობა;
- სოფელი არალი, ისტორია და თანამედროვეობა;
- სოფელი ნაოხრები, ისტორია და თანამედროვეობა;
- საქართველოს შეერთება რუსეთთან;
- 1832 წლის შეთქმულებრივი მოძრაობა საქართველოში;
- პატრიოტულ-კონსერვატიული მიმდინარეობა („ცისკრელები“);
- ბატონყმობის გაუქმება საქართველოში;
- „თერგდალეულთა“ გამოსვლა სამოღვაწეო ასპარეზზე, პირველი და მეორე დასები;
- პოლიტიკური პარტიების წარმოშობა საქართველოში;
- 1905-1907 წლების რევოლუცია და ქართული პოლიტიკური აზრი;
- ქართული პოლიტიკური პარტიების დამოკიდებულება ეროვნული საკითხისადმი;
- მონარქიის დამხობა რუსეთში და ქართული პოლიტიკური პარტიების ბრძოლა ეროვნული სახელმწიფოებრიობის აღდგენისთვის;
- საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ბრძოლა ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობისთვის;
- საქართველოს ოკუპაცია საბჭოთა რუსეთის მიერ;
- 1924 წლის აჯანყება და მისი ისტორიული მნიშვნელობა;
- პოლიტიკური რეპრესიები საქართველოში;
- ქართველები მეორე მსოფლიო ომის ფრონტებზე;
- 1956 წლის 9 მარტის მოვლენების გაშუქება ქართულ ისტორიოგრაფიაში;
- საქართველოს ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის აღმავლობა და დამოუკიდებლობის აღდგენა 1991 წელს;
- ქართულ-აფხაზური კონფლიქტი;
- ქართულ-ოსური კონფლიქტი;
- რუსეთ-საქართველოს 2008 წლის ომი;
- 2003 წლის „ვარდების რევოლუცია“;
- „ქართული ოცნების“ ბრძოლა კანონიერების აღდგენისთვის:
საქართველოს ისტორიის სამაგისტრო ნაშრომების თემატიკა:
- 1832 წლის შეთქმულება და მისი ისტორიული მნიშვნელობა;
- ქართული პოლიტიკური აზრი 1840-1850-იან წლებში. „ცისკრელები“;
- „მამათა და შვილთა“ ბრძოლა. თერგდალეულების პოლიტიკური შეხედულებები;
- დაპირისპირება პირველ და მეორე დასებს შორის. ილია ჭავჭავაძისა და ნიკო ნიკოლაძის დაპირისპირება სოციალურ საკითხში;
- „მესამე დასი“, ორი მიმდინარეობის ჩამოყალიბება სოციალ-დემოკრატიაში;
- საქართველოს პოლიტიკური პარტიები და ეროვნული საკითხი პირველი მსოფლიო ომის წინ;
- მონარქიის დამხობა რუსეთში და ქართული პოლიტიკური პარტიების ბრძოლა ეროვნული სახელმწიფოებრიობის აღდგენისთვის;
- საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენა. 1918 წლის 26 მაისი;
- საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის საშინაო პოლიტიკა;
- საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ბრძოლა ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობისთვის;
- საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის საგარეო პოლიტიკა;
- პოლიტიკური პარტიები საქართველოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში;
- საქართველოს ოკუპაცია საბჭოთა რუსეთის მიერ;
- 1924 წლის აჯანყება;
- პოლიტიკური რეპრესიები საქართველოში;
- ქართველები მეორე მსოფლიო ომის ფრონტებზე;
- ქართველი ხალხის დამოკიდებულება სტალინის პიროვნების კულტისადმი. 1956 წლის 9 მარტი;
- დაპირისპირებები ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობაში. კომუნისტური მმართველობის დასასრული;
- ეროვნული ხელისუფლების დამხობა 1991 წ. დეკემბერი-1992 წ. იანვარი;
- ქართულ-აფხაზირი და ქართულ-ოსური კონფლიქტები;
- რუსეთ-საქართველოს 2008 წლის ომი და მსოფლიო საზოგადოებრივი აზრი;
- საქართველო შევარდნაძის მმართველობის ხანაში. 2003 წლის „ვარდების რევოლუცია“;
- საქართველო სააკაშვილის მმართველობის დროს. წარმატებული რეფორმები და ადამიანის უფლებების მასობრივი დარღვევები;
- „ქართული ოცნება“ ხელისუფლების სათავეში;
- ხას-ინჯუს სისტემა და სოციალ-პოლიტიკური ვითრება სამცხეში.
- ქართლ-კახეთ-ოსმალეთის ურთიერთობა და რუსეთი XVIII საუკუნის 70-იან წლებში.
- გეორგიევსკის ტრაქტატი. წინაპირობა, მიზნები, შედეგები.
- ფეოდალური საქართველოს პოლიტიკური გაერთიანებისათვის ბრძოლა და ქართულ-სომხური ურთიერთოებები, IX-X საუკუნეში.
- გიორგი სააკაძის პიროვნება და საქართველოს გაერთიანების იდეა თანამედროვეობასთან მიმართებაში;
- ,საქართველოს გასაბჭოების საკითხი სომხური პრესის მიხედვით (1921 წ)“;
- დიაოხი და კოლხა–ქართველ ტომთა უძველესი სახელმწიფოებრივი გაერთიანებები;
- ბერძნული ახლშენები საქართველოს ტერიტორიაზე;
- ქართლი და სასანური ირანი IV საუკუნეში;
- ვახტანგ გორგასალის საეკლესიო რეფორმა:
- ერისმთავრობის დაწესება ქართლში;
- მურვან ყრუს ლაშქრობა საქართველოში;
- დავით III კურაპალატის როლი საქართველოს გაერთიანების საქმეში;
- ალფ-არსლანის ლაშქრობა სამხრეთ საქართველოში;
- დავით აღმაშენებლის საეკლესიო რეფორმა;
- დავით აღმაშენებლის სამხედრო რეფორმა;
- საქართველოს პოლიტიკური ვითარება დემეტრე I-ის მეფობის პერიოდში;
- მონღოლთა პირველი ლაშქრობები საქართველოში;
- საქართველოს დაპყრობა მონღოლთა მიერ;
- მონღოლური საგადასახადო სისტემა საქართველოში;
- სამცხის მთავრის ყვარყვარე II-ის საეკლესიო პოლიტიკა;
- სამცხის მთავრის მზეჭაბუკის საეკლესიო პოლიტიკა.
ინგლისური ფილოლოგიის საბაკალავრო ნაშრომების თემატიკა:
ინგლისური ენის მიმართულება:
- ბინომი და მრავალსიტყვიანი გამონათქვამები ინგლისურ ენაში.
- სიტყვაწარმეობის საშულებები თანამედროვე ინგლისურ ენაში.
- კიბერ ნეოლოგიზმები ინგლისურ ენაში.
- კომპიუტერული თამაშების ენა.
- აკრონიმი, როგორც სიტყვაწარმოების ერთ-ერთი აქტიური ფორმა.
- შენაზარდი, როგორც სიტვაწარმოების ერთ-ერთი აქტიური ფორმა.
- ომონიმი ინგლისურ ენაში.
- ბიზნეს იდიომები ინგლისურ ენაში.
- მიმბაძველი სიტყვები და წამოძახილები ინგლისურ ენაში.
- ევფემიზმი ინგლისურ ენაში.
- არქაული სიტყვები და მათი გამოყენების სიხშირე 21-ე საუკუნეში.
- სიტყვა და მისი ეტიმოლოგიური კვლევა .
- კიბერ მეტსახელები ინგლისურ ენაში.
- ფრაზეოლოგიზმები ინგლისურ ენაში და მათი ქართული შესატყვისები.
- მხატვრული თარგმანის თავისებურებები ოსკარ უაილდის „ეგოისტი გოლიათის“ თარგმანების მიხედვით.
- ინგლისური ენიდან ქართულად თარგმნის დროს დაშვებული ტიპური შეცდომები.
- ექოსებური და იმიტაციური სიტყვები ინგლისურ ენაში.
- ბიზნეს ინგლისურისათვის დამახასიათებელი თავისებურებანი ლექსიკური პერსპექტივიდან.
- ბიზნეს დოკუმენტების წერის თავისებურებანი ინგლისურ ენაში.
- აბრივიატურის გაგებასთან დაკავშირებული სირთულეები ინგლისურ ენაში.
- ანდაზები ინგლისურ ენაში და მათი ქართული შესატყვისები.
- ინგლისური სიტყვები ქართულ პრესასა და ტელეგადაცემებში.
- არავერბალური კომუნიკაციის არსი და მისი მნიშვნელობა;
- უარყოფის გამოხატვის საშუალებები ინგლისური ენაში;
- ბიზნეს ინგლისურისათვის დამახასიათებელი თავისებურებები ლექსიკური პერსპექტივიდან;
- მოდალობა ინგლისურ ენაში და მისი გამოხატვის საშუალებები;
- სინონიმთა მორფოლოგიურ- სტრუქტურული ასპექტები ინგლისურ ენაში;
- საქმიანი წერილების სახეები ინგლისურ ენაში და მათი შედარება ქართულთან.
ინგლისური ლიტერატურის მიმართულება:
- მექანიკური და ბუნებრივი სამყაროს დაპირისპირება ოლდოს ჰაქსლის შემოქმედებაში.
- ფუნქცია დაკარგული ადამიანის სახე ჯეკ ლონდონის „მარტინ იდენის“ მიხედვით.
- არსებული ცხოვრების რეალობით გამოწვეული ამბოხი დევიდ სელინჯერის „თამაში ჭვავის ყანაში“ მიხედვით.
- რელიგიური და პოლიტიკური საკითხების თანაკვეთა ჯონ მილტონის „დაკარგულ სამოთხეში“.
- ხელოვანის ტრაგიკული ბედი სომერსეტ მოემის შემოქმედებაში.
- ოსკარ უალილდის შემოქმედების იდეური დაპირისპირება რეალისტურ ხელოვნებასთან.
დაწყებითი განათლების მასწავლებლის მომზადების ინტეგრირებული საბაკალავრო- სამაგისტრო პროგრამის ნაშრომების თემატიკა:
- პირველი კლასის მოსწავლეთა ინტეგრაციის პრობლემები მულტიკულტურულ კლასში.
- მხატვრული ტექსტის სწავლების გამოწვევები და მათი დაძლევის გზები დაწყებით საფეხურზე;
- ვაჟა-ფშაველას სასწავლო-აღმზრდელობითი მოთხრობები დაწყებით კლასებში;
- მოსწავლეთა პატრიოტულ აღზრდაში თანამედროვე სკოლის და ოჯახის როლის გააზრება;
- ქართველ საზოგადო მოღვაწეთა საგანმანათლებლო საქმიანობა სამცხე-ჯავახეთში (XIX-XX საუკუნეების მიჯნა თანამედროვე შეფასება);
- ქართველ საზოგადო მოღვაწეთა საგანმანათლებლო საქმიანობა სამცხე-ჯავახეთში (XIX-XX საუკუნეების მიჯნა თანამედროვე შეფასება);
- არსებითი სახელი ქართულში და მისი სწავლების სტრატეგიები არაქართულენოვან დაწყებით კლასში;
- არსებითი სახელი ქართულში და მისი სწავლების სტრატეგიები არაქართულენოვან დაწყებით კლასში;
- ქართული ხალხური კულტურა და მათი სწავლება დაწყებით კლასებში;
- ლაპარაკის უნარ-ჩვევის განვითარება ქართულის სწავლებისას არაქართულენოვან სკოლაში (V-VI კლასებში);
- მეტყველების განვითარების თავისებურებანი უმცროს სასკოლო ასაკში;
- იაკობ გოგებაშვილის შეხედულებანი მშობლიური და უცხო ენის სწავლების შესახებ და თანამედროვე მიდგომები;
- საბავშვო ნოველების სწავლების პრობლემატიკა და მათი გადაჭრის სტრატეგიები სწავლების დაწყებით საფეხურზე;
- ისტორიული შინაარსის მოთხრობები და მათი სასწავლო მნიშვნელობა გოგებაშვილის შემოქმედებაში;
- ანა კალანდაძის შემოქმედების სწავლების მეთოდიკური პრინციპები დაწყებით კლასებში;
- უცხოური ენის სწავლება და ინტერკულტურულ განათლებაში (IVკლასი);
- მშობელთა ჩართულობის როლი და გამოწვევები მოსწავლეთა სასკოლო ცხოვრებაში;
- ბრუნვათა სწავლების სტრატეგიები არაქართულენოვან დაწყებით კლასებში;
- მესხ განმანათლებელთა როლის გააზრება ქართული მეცნიერული პედაგოგიკის ჩამოყალიბებაში (XIX-XX საუკუნეთა მიჯნა) და თანამედროვე შეფასება;
- თანამედროვე ქართული საბავშვო მწერლები დაწყებითი კლასების სახელმძღვანელოებში და სწავლების სტრატეგიები (5-6 კლასები);
- ლექსიკური მარაგის სწავლების ძირითადი მიდგომები და სტრატეგიები დაწყებით კლასებში;
- კომპლექსური დავალების რაობა და როლი დაწყებით კლასებში – ბუნებისმეტყველების სწავლებისას;
- გალაკტიონ ტაბიძის ზნეობრივი და პატრიოტულ-აღმზრდელობითი შემოქმედების სწავლება დაწყებით კლასებში და მისი პედაგოგიური მნიშვნელობა;
- ხალხური სიტყვიერების ნიმუშებთან მიმართება დაწყებითი საფეხურის მოსწავლეთა აღზრდა -განათლების პროცესში და თანამედროვე გამოწვევები(3-4 კლასები);
- სწავლა-სწავლების თავისებურებები მულტიკულტურულ კლასში (მე-3, მე-4 კლასები);
- ილია ჭავჭავაძის პატრიოტული პოეზია და მათი სწავლების სტრატეგიები დაწყებით კლასში;
- განმავითარებელი მეთოდები და სტრატეგიები ქართული ენის შესწავლისას დაწყებით საფეხურზე (მე-5 მე-6 კლასი);
- მულტიკულტურული და მულტილინგვური განათლების გამოწვევები სწავლების დაწყებით საფეხურზე (I კლასის მაგალითზე).
- ხალხური ზეპირსიტყვიერების როლი სკოლის დაწყებითი საფეხურის მოსწავლეების სწავლების პროცესში;
- ბუნებისმეტყველების სწავლების ძირითადი მიდგომები სკოლის დაწყებით საფეხურზე.
- დაწყებით საფეხურზე, სწავლის სირთულის მქონე მოსწავლეთათვის
ბუნებისმეტყველების სწავლა-სწავლების ხელშეწყობა კომპლექსური დავალებით;