საბაკალავრო და სამაგისტრო ნაშრომების თემატიკა

განათლების, ჰუმანიტარულ და  სოციალურ  მეცნიერებათა       

ფაკულტეტის   საბაკალავრო   და სამაგისტრო   ნაშრომების  თემატიკა.

თემატიკა   დამტკიცებულია   ფაკულტეტის  საბჭოს   მიერ.

    20.11.2023  წელი

დადგენილება:  N09/02

ქართული  ფილოლოგიის  კლასტერის  პროგრამებისთვის

 ქართული  ლიტერატურის მიმართულება:

  1. სერაპიონ ზარზმელის ცხოვრების ტექსტოლოგიური და ისტორიულ-ლიტერატურული ანალიზი.
  2. ჯავახეთის საეკლესიო კრების მნიშვნელობა „გრიგოლ ხანძთელის ცხოვრების“ მიხედვით.
  3. საეკლესიო ლიტერატურა და სამონასტრო ცხოვრების ჩამოყალიბება „გრიგოლ ხანძთელის ცხოვრებაში“.
  4. მირიან დიდაზნაურის მხატვრული სახე „გრიგოლ ხანძთელის ცხოვრების“ მიხედვით.
  5. აშოტ კურაპალატისა და მისი შვილების მხატვრული სახეები „გრიგოლ ხანძთელის ცხოვრების“ მიხედვით.
  6. ვანის ქვაბთა მონასტრის პოეზია.
  7. გიორგი ჩორჩანელის მხატვრულ-ისტორიული სახე და მისი რემინესტიციები გიორგი მთაწმინდელის „იოანე და ექვთიმე მთაწმინდელის ცხოვრებაში“.
  8. გიორგი მთაწმინდელი და მესხეთი
  9. აშოტ კურაპალატი, როგორც ტრაგიკული სახე „გრიგოლ ხანძთელის ცხოვრებასა“ და ვასილს ბარნოვის „ტრფობა წამებულში“.
  10. გრიგოლ ხანძთელის ეპოქის მესხ ქალთა მხატვრული სახეები ჰაგიოგრაფიული ნაწარმოებების მიხედვით.
  11. გრიგოლ აბაშიძის „ზარზმის ზმანების“ ლიტერატურული ანალიზი.
  12. „ვინმე მესხის“ პოეზია.
  13. ივანე გვარამაძის ისტორიული პროზა.
  14. გიორგი ზედგინიძის „დედის ტაძარი“ – მხატვრული ანალიზი.
  15. აშუღური პოეზია XX საუკუნის მესხურ ფოლკლორში.
  16. კოლექტივიზაცია და ხალხური პოეზია XX საუკუნის მესხეთში.
  17. მიხეილ თამარაშვილის ლიტერატურათმცოდნეობითი კვლევები.
  18. ძველი ქართული ლიტერატურა, როგორც წყარო, მიხეილ თამარაშვილის სამეცნიერო კვლევებში.
  19. მიხეილ თარხნიშვილის ლიტერატურათმცოდნეობითი კვლევები.
  20. ,,წმ. აბიბოს ნეკრესელის წამების” სახისმეტყველება;
  21. ამირანის მითი და მოსე ხონელის „ამირანდარეჯანიანი”;
  22. მითოსურის მხატვრული ფუნქცია ვაჟას „ბახტრიონში;
  23. ილია ჭავჭავაძის ,,კაცია-ადამიანის” სახისმეტყველება.
  24. ქალთა სახეები ქართულ ჰაგიოგრაფიაში
  25. ქალისა და დედის სახე ი. ჭავჭავაძის ,,ოთარაანთ ქვრივის,, მიხედვით
  26. ისტორიული სინამდვილე და მხატვრული გამონაგონი ვაჟა- ფშაველას ,,ბახტრიონში,,
  27. ისტორიული თემატიკა აკ. წერეთლის შემოქმედებაში ალ. წერეთლის „თორნიკე ერისთავის“ მიხედვით.
  28. ადამიანის ფენომენი ქართულ და საზღვარგარეთულ რომანტიკულ პოეზიაში (გრიგოლ ორბელიანი, ნიკოლოზ ბარათაშვილი, ნოვალისი, ბაირონი);
  29. პიროვნება საზოგადოების პირისპირ (ვაჟა-ფშაველას „ალუდა ქეთელაურის“ მიხედვით)
  30. ელენე დიდიმამიშვილის პოეზია.
  31. გიორგი ზედგინიძის მხატვრული პროზა.
  32. შოთა ლომსაძის პოეზია.
  33. მესხეთი იოსებ ნებაძის შემოქმედებაში (XX საუკუნის მეორე ნახევარი).

ქართული ენის მიმართულება:

  1. ვარევნისა და მისი შემოგარენის ტოპონიმია
  2. ოკამი ჯავახეთსა და ქართლში (ონომასტიკური სასალის ანალიზი)
  3. ენობრივი სიტუაცია სოფელ რუსთავში (ასპინძის მუნიციპალიტეტი)
  4. ახალციხეში მცხოვრებ სომეხთა მეტყველების თავისებურებანი
  5. არლის მეტყველების თავისებურებანი
  6. ბასილ ზარზმელის ენა.
  7. ეპიტაფიებისა და შელოცვების ენობრივი ანალიზი მესხეთში.
  8. საკუთარი სახელები „გრიგოლ ხანძთელის ცხოვრების“ მიხედვით.
  9. სოფელ არლის მეტყველება.
  10. „ვაჰანის ქვაბთა განგების“ ანთროპოლოგია.
  11. დიალექტური კონგლომერანტი ქვაბლიანის ხეობაში
  12. აჭარულ-მესხური დიალექტური შეხვედრები ადიგენის მუნიციპალიტეტში.
  13. დიალექტთა ურთიერთგავლენები ბორჯომის ხეობაში.
  14. ა-ზე დამოლოებულ ფუძეთა სრულხმოვნიანი ებ-იანი მრავლობითი მესხურ დიალექტში.
  15. ნეოლოგიზაცია თანამედროვე ქართულ ენაში.
  16. ევფემიზმის და დისფემიზმის ლინგვისტური თავისებურებები თანამედროვე  ქართულში.
  17. ჯავახეთში ჩასახლებულ  აჭარელთა მეტყველების  თავისებურებანი  (გორელოვკის  მაგალითზე).
  18. თემის ნიშანთა წარმოება  ძველი და ახალი  ქართულის მიხედვით;
  19. რაჭულისა და  მესხური  დიალექტების  ურთიერთმიმართებისათვის;
  20. ზმნათა თავისებური წარმოება ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ არლის მოსახლეობის მეტყველებაში.

ისტორიის საბაკალავრო  ნაშრომების  თემატიკა:                       

  1. სამცხე-ჯავახეთის დაბრუნება საქართველოს შემადგენლობაში;
  2. სოფელ ფოკის დედათა მონასტერი;
  3. სოფელი ფოკა ისტორია და თანამედროვეობა;
  4. სოფელი იდუმალა, ისტორია და თანამედროვეობა;
  5. სოფელი არალი, ისტორია და თანამედროვეობა;
  6. სოფელი ნაოხრები, ისტორია და თანამედროვეობა;
  7. საქართველოს შეერთება რუსეთთან;
  8. 1832 წლის შეთქმულებრივი მოძრაობა საქართველოში;
  9. პატრიოტულ-კონსერვატიული მიმდინარეობა („ცისკრელები“);
  10. ბატონყმობის გაუქმება საქართველოში;
  11. „თერგდალეულთა“ გამოსვლა სამოღვაწეო ასპარეზზე, პირველი და მეორე დასები;
  12. პოლიტიკური პარტიების წარმოშობა საქართველოში;
  13. 1905-1907 წლების რევოლუცია და ქართული პოლიტიკური აზრი;
  14. ქართული პოლიტიკური პარტიების დამოკიდებულება ეროვნული საკითხისადმი;
  15. მონარქიის დამხობა რუსეთში და ქართული პოლიტიკური პარტიების ბრძოლა  ეროვნული სახელმწიფოებრიობის აღდგენისთვის;
  16. საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ბრძოლა ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობისთვის;
  17. საქართველოს ოკუპაცია საბჭოთა რუსეთის მიერ;
  18. 1924 წლის აჯანყება და მისი ისტორიული მნიშვნელობა;
  19. პოლიტიკური რეპრესიები საქართველოში;
  20. ქართველები მეორე მსოფლიო ომის ფრონტებზე;
  21. 1956 წლის 9 მარტის მოვლენების გაშუქება ქართულ ისტორიოგრაფიაში;
  22. საქართველოს ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის აღმავლობა და დამოუკიდებლობის აღდგენა 1991 წელს;
  23. ქართულ-აფხაზური კონფლიქტი;
  24. ქართულ-ოსური კონფლიქტი;
  25.  რუსეთ-საქართველოს 2008 წლის ომი;
  26.  2003 წლის „ვარდების რევოლუცია“;
  27. „ქართული ოცნების“ ბრძოლა კანონიერების აღდგენისთვის:

  საქართველოს   ისტორიის  სამაგისტრო  ნაშრომების  თემატიკა:                       

  1. 1832 წლის შეთქმულება და მისი ისტორიული მნიშვნელობა;
  2. ქართული პოლიტიკური აზრი 1840-1850-იან წლებში. „ცისკრელები“;
  3. „მამათა და შვილთა“  ბრძოლა. თერგდალეულების პოლიტიკური შეხედულებები;
  4. დაპირისპირება პირველ და მეორე დასებს შორის. ილია ჭავჭავაძისა და ნიკო ნიკოლაძის დაპირისპირება სოციალურ საკითხში;
  5. „მესამე დასი“, ორი მიმდინარეობის ჩამოყალიბება სოციალ-დემოკრატიაში;
  6. საქართველოს პოლიტიკური პარტიები და ეროვნული საკითხი პირველი მსოფლიო ომის წინ;
  7. მონარქიის დამხობა რუსეთში და ქართული პოლიტიკური პარტიების ბრძოლა ეროვნული სახელმწიფოებრიობის აღდგენისთვის;
  8. საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენა. 1918 წლის 26 მაისი;
  9. საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის საშინაო პოლიტიკა;
  10. საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ბრძოლა ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობისთვის;
  11. საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის საგარეო პოლიტიკა;
  12. პოლიტიკური პარტიები საქართველოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში;
  13. საქართველოს ოკუპაცია საბჭოთა რუსეთის მიერ;
  14. 1924 წლის აჯანყება;
  15. პოლიტიკური რეპრესიები საქართველოში;
  16. ქართველები მეორე მსოფლიო ომის ფრონტებზე;
  17. ქართველი ხალხის დამოკიდებულება სტალინის პიროვნების კულტისადმი. 1956 წლის 9 მარტი;
  18. დაპირისპირებები ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობაში. კომუნისტური მმართველობის დასასრული;
  19. ეროვნული ხელისუფლების დამხობა 1991 წ. დეკემბერი-1992 წ. იანვარი;
  20. ქართულ-აფხაზირი და ქართულ-ოსური კონფლიქტები;
  21. რუსეთ-საქართველოს 2008 წლის ომი და მსოფლიო საზოგადოებრივი აზრი;
  22. საქართველო შევარდნაძის მმართველობის ხანაში. 2003 წლის „ვარდების რევოლუცია“;
  23. საქართველო სააკაშვილის მმართველობის დროს. წარმატებული რეფორმები და ადამიანის უფლებების მასობრივი დარღვევები;
  24. „ქართული ოცნება“  ხელისუფლების სათავეში;
  25. ხას-ინჯუს  სისტემა  და სოციალ-პოლიტიკური  ვითრება სამცხეში.
  26. ქართლ-კახეთ-ოსმალეთის ურთიერთობა და რუსეთი XVIII საუკუნის 70-იან წლებში.
  27. გეორგიევსკის ტრაქტატი. წინაპირობა, მიზნები, შედეგები.
  28. ფეოდალური საქართველოს პოლიტიკური გაერთიანებისათვის ბრძოლა და ქართულ-სომხური ურთიერთოებები, IX-X საუკუნეში.
  29. გიორგი სააკაძის   პიროვნება და საქართველოს   გაერთიანების იდეა თანამედროვეობასთან  მიმართებაში;
  30. ,საქართველოს გასაბჭოების საკითხი სომხური პრესის მიხედვით (1921 წ)“;
  31. დიაოხი და კოლხა–ქართველ ტომთა უძველესი სახელმწიფოებრივი     გაერთიანებები;
  32. ბერძნული ახლშენები  საქართველოს ტერიტორიაზე;
  33. ქართლი და სასანური ირანი IV საუკუნეში;
  34. ვახტანგ გორგასალის საეკლესიო რეფორმა:
  35. ერისმთავრობის დაწესება  ქართლში;
  36. მურვან  ყრუს ლაშქრობა  საქართველოში;
  37. დავით III კურაპალატის როლი საქართველოს გაერთიანების საქმეში;
  38. ალფ-არსლანის ლაშქრობა  სამხრეთ საქართველოში;
  39. დავით აღმაშენებლის  საეკლესიო  რეფორმა;
  40. დავით აღმაშენებლის სამხედრო  რეფორმა;
  41. საქართველოს პოლიტიკური  ვითარება დემეტრე I-ის  მეფობის პერიოდში;
  42. მონღოლთა პირველი ლაშქრობები  საქართველოში;
  43. საქართველოს დაპყრობა მონღოლთა მიერ;
  44. მონღოლური   საგადასახადო სისტემა საქართველოში;
  45. სამცხის  მთავრის  ყვარყვარე II-ის საეკლესიო  პოლიტიკა;
  46. სამცხის  მთავრის  მზეჭაბუკის  საეკლესიო  პოლიტიკა.

ინგლისური ფილოლოგიის საბაკალავრო ნაშრომების თემატიკა:

ინგლისური   ენის მიმართულება:

  1. ბინომი და მრავალსიტყვიანი გამონათქვამები ინგლისურ ენაში.
  2. სიტყვაწარმეობის საშულებები თანამედროვე ინგლისურ ენაში.
  3. კიბერ ნეოლოგიზმები ინგლისურ ენაში.
  4. კომპიუტერული თამაშების ენა.
  5. აკრონიმი, როგორც სიტყვაწარმოების ერთ-ერთი აქტიური ფორმა.
  6. შენაზარდი, როგორც სიტვაწარმოების ერთ-ერთი აქტიური ფორმა.
  7. ომონიმი ინგლისურ ენაში.
  8.  ბიზნეს იდიომები ინგლისურ ენაში.
  9. მიმბაძველი სიტყვები და წამოძახილები ინგლისურ ენაში. 
  10. ევფემიზმი ინგლისურ ენაში.
  11. არქაული სიტყვები და მათი გამოყენების სიხშირე 21-ე საუკუნეში.
  12. სიტყვა და მისი ეტიმოლოგიური კვლევა .
  13. კიბერ მეტსახელები ინგლისურ ენაში.
  14. ფრაზეოლოგიზმები ინგლისურ ენაში და მათი ქართული შესატყვისები.
  15.  მხატვრული თარგმანის თავისებურებები ოსკარ უაილდის „ეგოისტი გოლიათის“ თარგმანების  მიხედვით.
  16.   ინგლისური ენიდან ქართულად თარგმნის დროს დაშვებული   ტიპური შეცდომები. 
  17. ექოსებური და იმიტაციური სიტყვები ინგლისურ ენაში.
  18. ბიზნეს  ინგლისურისათვის დამახასიათებელი თავისებურებანი ლექსიკური პერსპექტივიდან.
  19. ბიზნეს დოკუმენტების წერის თავისებურებანი ინგლისურ ენაში.
  20.  აბრივიატურის გაგებასთან დაკავშირებული სირთულეები  ინგლისურ ენაში.
  21. ანდაზები ინგლისურ  ენაში და მათი ქართული შესატყვისები.
  22. ინგლისური სიტყვები ქართულ პრესასა და ტელეგადაცემებში.
  23. არავერბალური კომუნიკაციის  არსი და  მისი მნიშვნელობა;
  24. უარყოფის გამოხატვის საშუალებები ინგლისური ენაში;
  25. ბიზნეს ინგლისურისათვის დამახასიათებელი თავისებურებები ლექსიკური პერსპექტივიდან;
  26.  მოდალობა ინგლისურ ენაში და მისი გამოხატვის საშუალებები;
  27. სინონიმთა მორფოლოგიურ- სტრუქტურული ასპექტები ინგლისურ ენაში;
  28. საქმიანი წერილების სახეები ინგლისურ ენაში და მათი შედარება ქართულთან.

  ინგლისური    ლიტერატურის   მიმართულება:

  1. მექანიკური და ბუნებრივი სამყაროს დაპირისპირება ოლდოს ჰაქსლის შემოქმედებაში.
  2. ფუნქცია დაკარგული ადამიანის სახე ჯეკ ლონდონის „მარტინ იდენის“ მიხედვით.
  3. არსებული ცხოვრების რეალობით გამოწვეული ამბოხი დევიდ სელინჯერის „თამაში ჭვავის ყანაში“ მიხედვით.
  4. რელიგიური და პოლიტიკური საკითხების თანაკვეთა ჯონ მილტონის „დაკარგულ სამოთხეში“.
  5. ხელოვანის ტრაგიკული ბედი სომერსეტ მოემის შემოქმედებაში.
  6. ოსკარ უალილდის შემოქმედების იდეური დაპირისპირება რეალისტურ ხელოვნებასთან.

დაწყებითი განათლების მასწავლებლის მომზადების  ინტეგრირებული საბაკალავრო- სამაგისტრო  პროგრამის ნაშრომების  თემატიკა:           

  1. პირველი კლასის მოსწავლეთა ინტეგრაციის პრობლემები მულტიკულტურულ კლასში.
  2. მხატვრული ტექსტის სწავლების გამოწვევები და მათი დაძლევის გზები დაწყებით საფეხურზე;
  3. ვაჟა-ფშაველას სასწავლო-აღმზრდელობითი მოთხრობები დაწყებით კლასებში;
  4. მოსწავლეთა პატრიოტულ აღზრდაში თანამედროვე სკოლის და ოჯახის როლის გააზრება;
  5. ქართველ საზოგადო მოღვაწეთა საგანმანათლებლო საქმიანობა სამცხე-ჯავახეთში (XIX-XX საუკუნეების მიჯნა თანამედროვე შეფასება);
  6. ქართველ საზოგადო მოღვაწეთა საგანმანათლებლო საქმიანობა სამცხე-ჯავახეთში (XIX-XX საუკუნეების მიჯნა თანამედროვე შეფასება);
  7. არსებითი სახელი ქართულში და მისი სწავლების სტრატეგიები   არაქართულენოვან დაწყებით კლასში;
  8. არსებითი სახელი ქართულში და მისი სწავლების სტრატეგიები არაქართულენოვან დაწყებით კლასში;
  9. ქართული ხალხური კულტურა და მათი სწავლება დაწყებით კლასებში;
  10. ლაპარაკის  უნარ-ჩვევის განვითარება ქართულის სწავლებისას  არაქართულენოვან სკოლაში (V-VI კლასებში);
  11. მეტყველების განვითარების თავისებურებანი  უმცროს სასკოლო ასაკში;   
  12. იაკობ გოგებაშვილის შეხედულებანი მშობლიური და უცხო ენის სწავლების შესახებ და თანამედროვე მიდგომები;
  13. საბავშვო ნოველების სწავლების  პრობლემატიკა და მათი გადაჭრის   სტრატეგიები სწავლების დაწყებით საფეხურზე;
  14. ისტორიული შინაარსის მოთხრობები და მათი სასწავლო მნიშვნელობა გოგებაშვილის    შემოქმედებაში;
  15. ანა კალანდაძის შემოქმედების სწავლების მეთოდიკური პრინციპები დაწყებით კლასებში;
  16. უცხოური ენის სწავლება და ინტერკულტურულ განათლებაში (IVკლასი);
  17. მშობელთა ჩართულობის როლი და გამოწვევები მოსწავლეთა სასკოლო ცხოვრებაში;
  18. ბრუნვათა სწავლების სტრატეგიები არაქართულენოვან დაწყებით კლასებში;
  19. მესხ განმანათლებელთა როლის გააზრება ქართული  მეცნიერული პედაგოგიკის ჩამოყალიბებაში (XIX-XX საუკუნეთა მიჯნა) და თანამედროვე შეფასება;
  20. თანამედროვე ქართული საბავშვო მწერლები დაწყებითი კლასების  სახელმძღვანელოებში და სწავლების სტრატეგიები (5-6 კლასები);
  21. ლექსიკური მარაგის სწავლების ძირითადი მიდგომები და სტრატეგიები დაწყებით კლასებში;
  22. კომპლექსური დავალების რაობა და როლი დაწყებით კლასებში – ბუნებისმეტყველების სწავლებისას;
  23. გალაკტიონ ტაბიძის ზნეობრივი და პატრიოტულ-აღმზრდელობითი შემოქმედების  სწავლება დაწყებით კლასებში და მისი პედაგოგიური მნიშვნელობა;
  24. ხალხური სიტყვიერების ნიმუშებთან მიმართება დაწყებითი საფეხურის მოსწავლეთა აღზრდა -განათლების პროცესში და თანამედროვე გამოწვევები(3-4 კლასები);
  25. სწავლა-სწავლების თავისებურებები მულტიკულტურულ კლასში (მე-3, მე-4 კლასები);
  26. ილია ჭავჭავაძის პატრიოტული პოეზია და მათი სწავლების სტრატეგიები დაწყებით კლასში;
  27. განმავითარებელი მეთოდები და სტრატეგიები ქართული ენის შესწავლისას დაწყებით საფეხურზე (მე-5 მე-6 კლასი);
  28. მულტიკულტურული და მულტილინგვური განათლების  გამოწვევები  სწავლების დაწყებით საფეხურზე (I კლასის მაგალითზე).
  29. ხალხური ზეპირსიტყვიერების როლი სკოლის დაწყებითი საფეხურის მოსწავლეების სწავლების პროცესში;
  30. ბუნებისმეტყველების სწავლების ძირითადი მიდგომები სკოლის დაწყებით საფეხურზე.
  31. დაწყებით  საფეხურზე, სწავლის სირთულის   მქონე  მოსწავლეთათვის

ბუნებისმეტყველების სწავლა-სწავლების  ხელშეწყობა   კომპლექსური  დავალებით;