საერთაშორისო კონფერენცია “მეცნიერება ერთიანი ინტელექტუალური სივრცისთვის”

საერთაშორისო კონფერენცია “მეცნიერება ერთიანი ინტელექტუალური სივრცისთვის”

2024 წლის 17 ივნისს სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართება სამეცნიერო კვირეულის ფარგლებში საერთაშორისო კონფერენცია “მეცნიერება ერთიანი ინტელექტუალური სივრცისთვის”.

იხილეთ კონფერენციის სამუშაო პროგრამა

კონფერენციაში მონაწილეობას იღებს აკადემიური პერსონალი, როგორც საქართველოს სხვადასხვა უმაღლესი სასწავლო დაწესებულებიდან, ასევე უცხოური სასწავლო, სამეცნიერო და კვლევითი ცენტრებიდან.

ღონისძიება განკუთვნილია მათთვის, ვისაც აქვს აკადემიური ხარისხი, ასევე დოქტორანტებისათვის, შესაბამის დარგში დასაქმებული პროფესიონალებისათვის, რომლებიც აგრძელებენ არსებულ სამეცნიერო ტრადიციას და შემოაქვთ სიახლეები აკადემიურ სფეროში.

საერთაშორისო კონფერენცია მკვლევრებს საშუალებას აძლევს, წარმოადგინონ თავიანთი კვლევის შედეგები და ამავე დროს, მოახდინონ მათი სამეცნიერო მიღწევების ინტერნაციონალიზაცია.

  • სამეცნიერო საზოგადოებისთვის სიახლეების წარდგენა;
  • სხვადასხვა თაობის მეცნიერთა შორის კომუნიკაციის გაღრმავება და მხარდაჭერა;
  • ახალგაზრდა მეცნიერთა როლის გამოკვეთა;
  • ქართველ და უცხოელ მეცნიერებს შორის მჭიდრო სამეცნიერო კავშირების სტიმულირება;