კონფერენცია Erasmus+ CBHE პროექტის ფარგლებში

5 ოქტომბერს, Erasmus+ CBHE პროექტის INTEGRITY-ის ფარგლებში, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ორგანიზებით, აკადემიური კეთილსინდისიერების შესახებ პირველი საერთაშორისო კონფერენცია გაიმართა.

კონფერენციაში მონაწილეობა მიიღეს ქართული და უცხოური უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების წარმომადგენლებმა.

კონფერენცია აკადემიურ დეკლარაციაზე ხელმოწერით დაიწყო. პროექტის მონაწილე, საქართველოში აკრედიტებული 12-მა უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების რექტორმა და წარმომადგენელმა დეკლარაციაზე ხელმოწერით დაადასტურა, რომ ხელს შეუწყობენ აკადემიური კეთილსინდისიერების პრინციპების დაცვას სწავლა-სწალების ხარისხის გაუმჯობესების მიზნით.

სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორმა და პროექტის ინსტიტუციურმა მენეჯერმა პროფესორმა თინა გელაშვილმა გააკეთა მოხსნება თემაზე – „კურიკულუმის განვითარება აკადემიური კეთილსინდისიერების გაუმჯობესების მიზნით“.

6 ოქტომბერს, Erasmus+ CBHE პროექტის INTEGRITY-ის ფარგლებში, კონსორციურმის ბოლო, მე-4 შეხვედრა გაიმართა. ფინალურ კონსორციუმის შეხვედრას ესწრებოდა 12 ქართული და 4 ევროპელი პარტნიორი უნივერსიტეტის წარმომადგენელი, მათ შორის, სამცხე-ჯავახეთის უნივერსიტეტიდანაც.

შეხვედრის მიზანი იყო მიღწეული შედეგების წარდგენა და სამომავლო გეგმების განხილვა.

SJSU
integrity in sjsu