მიმდინარე წლის 26 აპრილს, ერაზმუს+ ინსტიტუციური განვითარების პროექტის „სავეტერინარო მედიცინის ფაკულტეტების განვითარება საქართველოს უმაღლეს სასწავლო დაწესებულებებში ახალგაზრდა ვეტერინარიის პროფესიონალების მომზადების მიზნით“ (VETPRO) ფარგლებში, ვეტერინარიის მსოფლიო დღესთან (WVD) დაკავშირებით, საერთაშორისო სამეცნიერო-პრაქტიკული კონფერენცია „მეცნიერული მიღწევები ვეტერინარიის დარგის მდგრადი და უსაფრთხო განვითარებისათვის (AVET)” ჩატარდა, რომელსაც ევროპის უნივერსიტეტმა უმასპინძლა.
ქართველმა, ესტონელმა, თურქმა და რუმინელმა სპიკერებმა მოხსენებები გააკეთეს ისეთ თემებზე, როგორებიცაა ცხოველთა კვება, ჰიგიენა და კეთილდღეობა, ცხოველური წარმოშობის სურსათის უსაფრთხოება, ინფექციური დაავადებები და ეპიდემიოლოგია, ბიოპოტენციალი, ვეტერინარული განათლება და სხვა.
უცხოელ მეცნიერებთან ერთად კონფერენციაში მონაწილეობდა სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორები: ლევან მაკარაძე, ნინო მილაშვილი, რუსუდან ურუდია და გიორგი მესხი.