საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია სჯსუში

2022 წლის 9-10 დეკემბერს სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში ჩატარდა საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია – „ონომასტიკის თანამედროვე პრობლემები“.

საქართველოს გარდა კონფერენციაში მონაწილეობდნენ გერმანიის, უკრაინის, თურქეთის, საბერძნეთის, ყაზახეთის წარმომადგენლები.

კონფერენცია გაიმართა სამცხე-ჯავახეთის სამხარეო ადმინისტრაციის, სახელმწიფო ენის დეპარტამენტის, ათენის ქართველოლოგიური ცენტრის, დიგიტალური ჰუმანიტარიის აკადემიისა და კავკასიის ეთნო(სოციო)ლინგვისტური ასოციაციის თანაორგანიზატორობით.

კონფერენციაზე რამდენიმე მნიშვნელოვანი ონომასტიკური პრობლემა დაისვა როგორც ქვეყნის, ისე სამცხე-ჯავახეთის მასშტაბით.