1-2 ივლისს, გაიმართა სსიპ-სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და თურქეთის რესპუბლიკის კავკასიის უნივერსიტეტის ვეტერინარიის ფაკულტეტის ერთობლივი საერთაშორისო სიმპოზიუმი სავეტერინარო მედიცინაში.
სიმპოზიუმი გახსნა სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა, პროფესორმა მაკა ბერიძემ. ამის შემდეგ, სიმპოზიუმის მონაწილეებს მიესალმნენ:
კავკასიის უნივერსიტეტის რექტორი პროფესორი ჰუსნუ ქაფუ;
ესტონეთის სიცოცხლის შემსწავლელ მეცნიერებათა უნივერსიტეტის სავეტერინარო მედიცინისა და ცხოველთა მეცნიერებების ინსტიტუტის დირექტორი, სკანდინავიის ბალტიის ვეტერინარული ფაკულტეტების რეგიონული ჯგუფის თავმჯდომარე, ვეტერინარული განათლების დაწესებულებების ევროპული ასოციაციის აღმასრულებელი კომიტეტის წევრი, ესტონეთის ვეტერინარული ასოციაციის პრეზიდენტი, საერთაშორისო ექსპერტი პროფესორი ტოომას ტიირატსი;
სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის მოადგილე პროფესორი მერაბ ბერიძე;
კავკასიის უნივერსიტეტის ვეტერინარიის ფაკულტეტის დეკანი პროფესორი მეთე ჯიჰანი;
სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის ინჟინერიის, აგრარულ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანი, სამხრეთ კავკასიის ქვეყნების საერთაშორისო სავეტერინარო განათლების ასოციაციის პრეზიდენტი, ვეტერინარიის ინტეგრირებული სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამის ხელმძღვანელი ლევან მაკარაძე.
სიმპოზიუმის მოდერატორი გახლდათ მარიამ ნარიმანიძე, ხოლო თარჯიმნები პროფესორი როინ ყავრელიშვილი და დოქტორი, ასისტენტ-პროფესორი მაია მესხიძე.
სიმპოზიუმის პროგრამა ქართულ ენაზე