საერთაშორისო Excellence school იწყება

უმაღლესი განათლების ინტერნაციონალიზაციის ხელშეწყობის მიზნით, 2024 წლის 5-7 ივლისს, მეორე საერთაშორისო Excellence school ჩატარდება.

ღონისძიებას უმასპინძლებს ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიასთან პარტნიორობით.

მეორე საერთაშორისო Excellence school-ის თემატიკაა: „ინტერსექტორული თანამშრომლობა, ტექნოლოგიების ტრანსფერი და ინოვაცია“.

მეორე საერთაშორისო Excellence school-ში მონაწილეობის მისაღებად განაცხადის წარმოდგენის ბოლო ვადაა: 2024 წლის 10 მაისი, 16:00 საათი.

დეტალური ინფორმაციის გასაცნობად, გთხოვთ, იხილოთ თანდართული საინფორმაციო ბუკლეტი.

დამატებითი კითხვების შემთხვევაში, ორგანიზატორებთან დაკავშირებას შეძლებთ შემდეგი ელ. ფოსტის გამოყენებით: [email protected]

International Excellence School-ის ჩატარება მიზნად ისახავს ადრეული კარიერის მკვლევრებისა (მაგ. დოქტორანტები, პოსტდოქტორანტები და მკვლევრები დოქტორის ხარისხის მინიჭებიდან 5 წლის განმავლობაში) და აკადემიური პერსონალის მომზადებას კვლევის მართვისა და ინოვაციის საუკეთესო პრაქტიკის მიხედვით. ძირითადი ამოცანაა, ქართულ უნივერსიტეტებში კვლევის შესაძლებლობების გაძლიერება, მათი კვლევითი სტრუქტურების, პროცესებისა და შედეგების ხარისხის გაუმჯობესება.