სამეცნიერო გულანის გაფართოებულ სხდომაზე ნუგზარ პაპუაშვილის წიგნის პრეზენტაცია გაიმართა

2019 წლის 24 ოქტომბერს, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივრსიტეტის სამეცნიერო ბიბლიოთეკაში გაიმართა სამეცნიერო გულანის გაფართოებული სხდომა, სადაც შედგა პროფესორ ნუგზარ პაპუაშვილის წიგნის „ევანგელურ-ლუთერანული ეკლესიის ისტორიიდან საქართველოში“ პრეზენტაცია.
წიგნი გათვალისწინებულია მკითხველთა წრისთვის, რომელსაც საქართველო-გერმანიის საეკლესიო და კულტურული ურთიერთობები აინტერესებს. მასში თავმოყრილია ისეთი წერილობითი დოკუმენტები, ისტორიული აღწერილობები და ზეპირსიტყვიერი გამოცემები, რომლებსაც ლუთერანული რეფორმაციის საქართველოსა და ქართველ ხალხთან კავშირების შესასწავლად დიდი მნიშვნელობა აქვთ.