სამუშაო ვიზიტი პროექტის ფარგლებში – E-PSY

2022 წლის 17 ოქტომბერს E-PSY („ფსიქოლოგიური კონსულტაციების ცენტრების გახსნა სტუდენტებისათვის“) პროექტის ფარგლებში, თბილისში, სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში განხორციელდა პროექტის პარტნიორი უნივერსიტეტების წარმომადგენლების სამუშაო ვიზიტი, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტიდან შეხვედრაში მონაწილეობდა საერთაშორისო ურთიერთობის მიმართულების უფროსი სპეციალისტი, პროექტის მენეჯერი გურანდა მოდებაძე და პროექტის მკვლევარი ქეთევან ნარიმანიშვილი.

ვიზიტის მთავარი მიზანი საერთაშორისო პარტნიორის (ბიდგოშჩის უნივერსიტეტი) გამოცდილების გაზიარება იყო. პროექტის წევრებმა რობერტო ლაუკსმა, მაგდანელა ბერგმანმა გაუზიარეს პროექტის წევრებს მათ უნივერსიტეტში ცენტრების მუშაობის სპეციფიკა. სხვადასხვა სახის მხარდაჭერის სტრატეგიები და სერვისები, როგორიცაა ცხელი ხაზი, ონლაინ სერვისები, ინდივიდუალური და ჯგუფური თეტაპიები და სხვაამასთან კონსორციუმის წევრებს მიეცათ რეკომენდაციები გაიდლაინების შემუშავებისათვის.