დღეს, 8 თებერვალს სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერიტეტში გაიმართა ონფორმაციულად დატვირთული შეხვედრა, რომელშიც მონაწილეობას იღებდნენ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, სკოლამდელი განათლების სამმართველოს ხელმძღვანელი თამარ თოლორაია, ბავშვთა გაეროს ფონდის (იუნესეფი) – ადრეული განათლების ექსპერტი ანა ჯანელიძე , მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ცენტრის სკოლამდელი განათლების მიმართულებით სპეციალისტები თამარ საღინაძე და მანანა ჩქარეული.
უნივერსიტეტის მხრიდან აღნიშნულ შეხვედრას ესწრებოდნენ, რექტორი მაკა ბერიძე, ადმინისტრაციის ხელმძღვანელი როინ თათეშვილი, განათლების მიმართულების ხელმძღვანელი პროფესორი ირმა ქურდაძე, ბიბლიოთეკის ხელმძღვანელი ხათუნა კვინცხაძე.
გაეროს ბავშვთა ფონდმა უნივერისიტეტის ბიბლიოთეკას საჩუქრად გადასცა 33 დასახელების წიგნი ინგლისურ და ქართულ ენაზე. შეხვედრაზე ინიცირება გაუკეთდა ბავშვთა გაეროს ფონდის ახალ პროეტებს სკოლამდელი და ზოგადი განათლების მიმართულებით , ასევე საუბარი შეეხო ერასმუს პლიუსის ფარგლებში უნივერისტეტის როგორც კოორიდნატორი უნივერიტეტის ფუნქციას.