სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტი კავკასიის უნივერსიტეტთან პარტნიორობით ახორციელებს კონკურენტული ინოვაციის ფონდის CIF-ის (საქართველო I2Q ინოვაცია, ინკლუზიურობა და ხარისხი კონკურენტული ინოვაციის ფონდი) მიერ დაფინანსებულ პროექტს: „სამეწარმეო განათლება, გზა ინოვაციის, თანასწორობისა და ხარისხისაკენ.“
მხარდამჭერები: საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინოსტრო და მსოფლიო ბანკი.
პროექტის საერთაშორისო პარტნიორია ჯორჯ ვაშინგტონის უნივერსიტეტის „ინოვაციებისა და მეწარმეობის ოფისი (GWOIE)“.
11-15 დეკემბერს სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში მიმდინარეობდა ტრენინგების ციკლი, ჯორჯ ვაშინგტონის უნივერსიტეტის „ინოვაციებისა და მეწარმეობის ოფისის (GWOIE)“ წარმომადგენელბის მიერ.
ინსტრუქტორები: ბობ სმიტი და კერი სლატერი
სამუშაო შეხვედრების მიზანი იყო:
- მონაწილე დაწესებულებების ადამიანური და მატერიალური რესურსების ბაზის განვითარება ჯორჯ ვაშინგტონის უნივერსიტეტის (GWU) ინოვაციებისა და მეწარმეობის ოფისის (OIE) ცოდნა-გამოცდილების მეშვეობით – ცნობილი საერთაშორისო ინსტიტუტი, რომელიც უზრუნველყოფს ტრენინგს გლობალურად და დაფუძნებულია GWU-ს ცოდნასა და უნარებზე;
- პარტნიორ უნივერსიტეტებში პოტენციური მენტორებისა და ინსტრუქტორების Lean Startup-ზე დაფუძნებული სწავლებისა და მენტორინგის პროგრამების გაცნობა, რომელიც დაეხმარება პერსპექტიული მენტორების ორიენტირებას საქართველოს უნივერსიტეტებიდან Lean Startup-ის სტრუქტურასა და ჩარჩოზე, რომელსაც GW იყენებს ინოვაციებისა და მეწარმეობის ტრენინგებისა და სწავლების პროგრამების განხორციელებისას.