განათლების, ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტზე ცხადდება დეკანის არჩევნები
- სსიპ სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის განათლების, ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის 2020 წლის 16 სექტემბრის გადაწყვეტილებით სსიპ – სამცხე–ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის განათლების, ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტზე გამოცხადდა დეკანის არჩევნები.
- არჩევნებში მონაწილე კანდიდატთა რეგისტრაცია დაიწყება 2020 წლის 12 ნოემბრს და გაგრძელდება 2020 წლის 26 ნოემბრის ჩათვლით. დეკანის არჩევნები ჩატარდება 2020 წლის 17 დეკემბერს.
- არჩევნებში მონაწილე კანდიდატმა რეგისტრაციის მიზნით უნივერსიტეტის კანცელარიაში უნდა წარმოადგინოს ან გამოაგზავნოს ფოსტაზე [email protected] შემდეგი დოკუმენტაცია:
- განცხადება უნივერსიტეტის საარჩევნო კომისიის სახელზე;
- პირადობის მოწმობის ასლი;
- ავტობიოგრაფია (CV);
- სამოქმედო გეგმა.