2018 წლის 5 ნოემბერს სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის I კორპუსში 123-ე აუდიტორიაში გაიმართა უკვე ტრადიციად ქცეული ღონისძიება „საუბრები რექტორთან“ უნივერსიტეტის რექტორი, ასოცირებული პროფესორი მაკა ბერიძე შეხვდა სტუდენტებს, ესაუბრა იმ საკითხების მოგვარებაზე, რომელიც წინა შეხვედრისას დასვეს ხელმძღვანელობის წინაშე სტუდენტებმა.
ამ შეხვედრაზეც მთელი რიგი პრობლემების მოგვარება თხოვეს რექტორს სტუდენტებმა და დიდი კმაყოფილება გამოხატეს ასეთი გულახდილი დიალოგის გამო.