“საუბრები რექტორთან” ონლაინ

🔷️ 7 სექტემბერს, “საუბრები რექტორთან” ონლაინ სივრცეში გაიმართა.

🔷️ სტუდენტებისთვის საინტერესო შეკითხვებს სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა მაკა ბერიძემ უპასუხა.

🔷️ რექტორმა აღნიშნა, რომ სწავლა 14 სექტემბერს დაიწყება.
სასწავლო პროცესი ინტეგრირებული ფორმატით წარიმართება, რაც გულისხმობს სპეციალურად შედგენილი ცხრილის მიხედვით, როგორც სააუდიტორიო, ისე დისტანციურ სწავლებას.

🔷️ თვალი ადევნეთ ჩვენს გვერდს, სადაც ეტაპობრივად გამოქვეყნდება მიმდინარე სიახლეების შესახებ ინფორმაცია.