საჯარო ლექცია თემაზე „მამული, ენა, სარწმუნოება“

14 აპრილს, დედაენის კვირეულის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებისათვის, პროფესორმა ნესტან სულავამ გამართა საჯარო ლექცია თემაზე „მამული, ენა, სარწმუნოება“, სადაც ვრცლად ისაუბრა ქართული ენის მნიშვნელობაზე, სიწმინდეზე. გაიხსენა 1978 წლის 14 აპრილის მოვლენები, რომელმაც მაშინდელი საბჭოთა ხელისუფლება აიძულა, რომ საქართველოს კონსტიტუციაში დარჩენილიყო მუხლი ქართულის, როგორც სახელმწიფო ენის სტატუსის შენარჩუნების შესახებ.