საჯარო ლექციები  ,,მეცნიერებისა და ინოვაციების ფესტივალი 2019″-ის ფარგლებში

,,მეცნიერებისა და ინოვაციების ფესტივალი 2019″-ის ფარგლებში  25 სექტემბერს, უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლებმა წაიკითხეს ლექციები ქ.ახალციხის საჯარო სკოლების მოსწავლეებთან.

ახალციხის №1 საჯარო სკოლის მოსწავლეებს თემაზე ,,მეცნიერება და ენობრივი პოლიტიკა“ ესაუბრა   სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი, ასოცირებული პროფესორი მაკა ბერიძე.

ახალციხის № 2 საჯარო სკოლაში ლექცია თემაზე „ეკონომიკური საკითხების ცოდნის მნიშვნელობა და როლი ყოველდღიურ ცხოვრებაში“ ჩაატარა ასოცირებულმა პროფესორმა რაისა ხაჩატურიანმა.

ახალციხის № 3 საჯარო სკოლას  პროფესორი მერაბ ბერიძე ეწვია  ლექციით ,,სახელმწიფო ენა და სამოქალაქო აზროვნება”.

ახალციხის № 5 საჯარო სკოლის მოსწავლეებს ლექცია თემაზე „ქართული სამეცნიერო კვლევითი ცენტრები საზღვარგარეთ“ წაუკითხა პროფესორმა ნესტან სულავამ.

ახალციხის № 6 საჯარო სკოლას პროფესორი მალხაზ ლომსაძე ესტუმრა, მან ისაუბრა ,,მეცნიერება და იურისპრუდენცია“-ზე.

კერძო სკოლაში ,,მზექა“ მოსწავლეების წინაშე წარსდგა პროფესორი როინ ყავრელიშვილი თემით „დიპლომატიური ურთიერთობების დამყარება საქართველოს დემოკრატიულ მთავრობასა და ანკარის მთავრობას შორის, 1921 წელი“.