2025 წლის 30 ივლისის საქართველოს მთავრობის №303 დადგენილებით განისაზღვრა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში სოციალური პროგრამის ფარგლებში იმ სტუდენტების სახელმწიფო სასწავლო გრანტით დაფინანსების პირობები, რომლებიც ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგების საფუძველზე სწავლობენ აკრედიტებულ უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამებზე.
სოციალური პროგრამის ფარგლებში სწავლის დაფინანსებასთან დაკავშირებით აბიტურიენტებისა და სტუდენტების განაცხადები მიიღება მხოლოდ ონლაინ რეჟიმში 2025 წლის 8 სექტემბრიდან 29 სექტემბრის ჩათვლით, პორტალზე http://socreg.mes.gov.ge რეგისტრაციით. ელექტრონული რეგისტრაციის პორტალზე გადასვლა შესაძლებელია საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ვებგვერდიდან (ბანერი – სტუდენტთა სახელმწიფო სასწავლო/სამაგისტრო გრანტით დაფინანასება სოციალური პროგრამის ფარგლებში).
უნივერსიტეტის სასწავლო პროცესის მართვის განყოფილება
გისურვებთ წარმატებებს!