14 ივნისს, ჩატარდა სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის განათლების, ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის სტუდენტთა სამეცნიერო კონფერენცია. კონფერენციაზე მისასალმებელი სიტყვით გამოვიდნენ: უნივერსიტეტის რექტორი, პროფესორი მაკა ბერიძე, რექტორის მოადგილე სამეცნიერო დარგში, პროფესორი მერაბ ბერიძე, ფაკულტეტის დეკანი, ასოცირებული პროფესორი, გულიკო ბექაური.
კონფერენიცამ იმუშავა 3 მიმართულებით, შერეული ფორმატით, როგორც კონტაქტურად, ისე დისტანციურად.
სექციის ხელმძღვანელები:
- ქართული ენისა და ლიტერატურის სექცია– ასოცირებული პროფესორი, ლამზირა კობაიძე;
- ინგლისური ენისა და ლიტერატურის სექცია–პროფესორი, გულიკო ჯანოვა;
- განათლების, ისტორიისა და არქეოლოგიის სექცია–ასოც. პროფესორი, გულიკო ბექაური, პროფესორი, ირმა ქურდაძე.
აღსანიშნავია, რომ ყველა მიმართულებაში წარმოდგენილი თემატიკა იყო ძალიან აქტუალური და მნიშვნელოვანი. სტუდენტებმა დიდი პასუხისმგებლობით იმუშავეს, რაც ნამდვილად გამოვლინდა მათ გამოსვლებში.
კონფერენციის მუშაობა შეაჯამეს და შეაფასეს სექციის ხელმძღავენელბმა, უნივერსიტეტის რექტორმა, პროფესორმა მაკა ბერიძემ, რომელმაც მადლობა გადაუხადა სტუდენტებს და მათ ხელმღვანელებს საინტერესო მოხსენებებისათვის, აღნიშნა, რომ აქტიურობა და სამეცნიერო კუთხით სტუდენტების ჩართულობა უნივერსიტეტის საქმიანობაში ძალიან მნიშვნელოვანია. რექტორის მოადგილემ სამეცნიერო დარგში, პროფესორმა, მერაბ ბერიძემ, შეაჯამა კონფერენიის მუშაობა და მადლობა გადაუხადა მონაწილეებს, ხელმძღვანელებს, სამეცნიერო განყოფილების მთავარ სპეციალისტს, მანანა იოსელიანს, ამასთანავე სტუდენტებს და პროფესორ-მასწავლებელებს, მეტი აქტიურობისაკენ მოუწოდა.
ქალბატონმა ნათელა ბერიძემ, გამოხატა მადლიერება და კმაყოფილება მონაწილეების მიმართ, აღნიშნა, რომ დღევანდელი კონფერენცია მართლაც საინტერესო იყო, რადგან კონტაქტურ რეჟიმში, რომელიც ურთიერთობის ყველაზე საუკეთესო საშუალებაა, უკვე 2 წელია არ ჩატარებულა სამეცნიერო კონფერენცია.
კონფერენციის მონაწილეებს, ხელმძღვანელებს, ორგანიზატორებს და უშუალოდ სამეცნიერო განყოფილებას მადლობა გადაუხადეს ასოცირებულმა პროფესორებმა, ნათელა მელიქიძემ, ვახტანგ ინაურმა, მაყვალა დავითაძემ.
გამოიკვეთა რამდენიმე სტუდენტის განსაკუთრებული გამოსვლა, მათ შორის: რიმა სუდაძე- (ხელმძღვანელი, ნათელა ბერიძე) მარიამ ჩინჩალაძე- (ხელმძღვანელი, ქეთინო გრძელისვილი) ანი ვარდერესიანი-(ხელმძღვანელი, ლამზირა კობაიძე) რუსუდან მურვანიძე- (ხელმძღვანელი, დიანა მიქელაძე) ანიუტა ტიტოიანი, ერანაკ ელოიანი- (ხელმძღვანელი, გულიკო ბექაური) ანა არუთუნიანი-(ხელმძღვანელი, რომან გოგოლაური) მაგდა ჯვარიძე- (ხელმძღვანელი, მედეა ბურდული) მერი ასპანიძე- (ხელმძღვანელი, თამარ მათიაშვილი) მარიამ დიასამიძე-( ხელმძღვანელი, ნათელა მელიქიძე) მეგი დიანოსაშვილი, (ხელმძღვანელი, ირმა ქურდაძე) და სხვ. ინგლისური ფილოლოგიის სპეციალობის სტუდენტებმა, რომლებიც იყვნენ ერთ-ერთი პროექტის მონაწილეები, წარმოადგინეს ერთობლივი ძალიან საინტერესო პრეზენტაცია.
კონფერენციას ფასილიტაციას უწევდა, ფაკულტეტის დეკანი, გულიკო ბექაური. რომელმაც აღნიშნა, რომ ყველა მონაწილე სტუდენტს ახალი სასწავლო წლის დაწყებისას გადაეცემა სერთიფიკატი.