სწავლის დაწყება საზეიმოდ აღინიშნა

12 სექტემბერს, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში საზეიმოდ აღინიშნა ახალი 2022-2023 სასწავლო წლის დაწყება. თავდაპირველად პირველკურსელების მიერ ყვავილებით შეიმკო ივანე ჯავახიშვილისა და გრიგოლ ხანძთელის ძეგლები. საქართველოს სახელმწიფო ჰიმნის მოსმენის შემდეგ დამსწრე საზოგადოებას მიესალმა უნივერსიტეტის რექტორი პროფესორი მაკა ბერიძე, რომელმაც განსაკუთრებით პირველკურსელებს მიულოცა ცხოვრების ახალი ეტაპის დაწყება.

ასევე, მისასალმებელი სიტყვით წარსდგნენ: სამცხე-ჯავახეთის მხარის გუბერნატორი ბესიკ ამირანაშვილი, ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიის კულტურის სამსახურის უფროსი ზაზა თამარაშვილი, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის მოადგილე სამეცნიერო დარგში პროფესორი მერაბ ბერიძე, რექტორის მოადგილე სასწავლო დარგში პროფესორი ნიკოლოზ ახალკაცი, რექტორის მოადგილე მესამე კორპუსში ვასილ მოსიაშვილი, განათლების, ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანი ასოცირებული პროფესორი გულიკო ბექაური, იურიდიული ფაკულტეტის დეკანი ასოცირებული პროფესორი დავით ხობელია, ბიზნესის ადმინისტრირების ფაკულტეტის დეკანი გიორგი ბუცხრიკიძე, ინჟინერიის, აგრარულ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანი პროფესორი ლევან მაკარაძე.

ღონისძიებაზე ეროვნულ გამოცდებზე ყველაზე მაღალი შედეგების მქონე აბიტურიენტი, რომელმაც ჩააბარა სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, თამაზ ბექაიას ფონდის დაფინანსებით დაჯილდოვდა 1500 ლარით. თეკლა კუბლაშვილს სიგელი ფონდის დირექტორმა ლევან ბექაიამ გადასცა.

ღონისძიების დასასრულს მოეწყო გაცნობითი ტური სასწავლებელში, რომელშიც პირველკურსელების მეგზურები უფროსკურსელები იყვნენ.

სპეციალურად პირველკურსელთათვის შემუშავებული პროგრამა ერთი კვირის განმავლობაში გრძელდება.


13 სექტემბერს, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის მესამე კორპუსში (ახალქალაქი) საზეიმოდ აღინიშნა ახალი 2022-2023 სასწავლო წლის დაწყება. საქართველოს სახელმწიფო ჰიმნის მოსმენის შემდეგ, დამსწრე საზოგადოებას მიესალმა უნივერსიტეტის რექტორი პროფესორი მაკა ბერიძე, რომელმაც განსაკუთრებით პირველკურსელებს მიულოცა ცხოვრების ახალი ეტაპის დაწყება.

ასევე, მისასალმებელი სიტყვით წარსდგნენ: სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის მოადგილე სამეცნიერო დარგში პროფესორი მერაბ ბერიძე, რექტორის მოადგილე მესამე კორპუსში ასოცირებული პროფესორი ვასილ მოსიაშვილი, ახალქალაქის რესურსცენტრის ხელმძღვანელი ტერეზა ჩივჩიანი, კურსდამთავრებულები და სტუდენტები.

ღონისძიებაზე რექტორმა სიგელებით დააჯილდოვა წარმატებული კურსდამთავრებულები და მათი აღზრდისთვის სამადლობელო სიგელები გადაეცა სკოლებს.