სჯსუს ლექტორი ლოძის უნივერსიტეტში

მიმდინარე წლის 8-14 მაისს, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის საჯარო მართველობის პროგრამის მოწვეული სპეციალისტი ნონა კალანდაძე იმყოფებოდა, ლოძის უნივერსიტეტში (პოლონეთი) ლექციების ჩასატარებლად. პროგრამა განხორციელდა Erasmus+  საერთაშორისო მობილობის (ICM) ფარგლებში და სრულიად დაფინანსდა Erasmus+  მოპოვებული გრანტის ფარგლებში.  ხუთი სამუშაო დღის განმავლობაში ქალბატონი ნონა კითხულობდა ლექციებს როგორც პოლონელი აგრეთვე სხვადასხვა ქვეყნის საერთაშორისო მობილობაში მყოფი სტუდენტებისათვის.  ლექციების თემატიკა მოიცავდა შრომის საერთაშორისო სამართლის პერსპექტივებს შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის და ევროკავშირის როლის გათვალისწინებით, შრომითი მიგრაცია – საქართველოს პერსპექტივიდან, სამუშაო ძალის მოძრაობა – პოლონეთი და უკრაინა აგრეთვე  შრომითი მიგრაციის საერთაშორისო სტანდარტები და საერთაშორისო ნორმატიული აქტები.

 აგრეთვე მას ჰქონდა შეხვედრა უნივერსიტეტის პროფესურასთან.  

მოგეხსენებათ, რომ აღნიშნულ უნივერსიტეტთან სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტი 2012 წლიდან თანამშრომლობს და მას შემდეგ განვახორციელეთ არაერთი საერთო ღონისძიება.