„მსოფლიო უნივერსიტეტების ვებომეტრიული რეიტინგის“ მიხედვით, რომელიც ეკუთვნის, ესპანეთის უმსხვილეს საზოგადოებრივ კვლევით ორგანოს (ConsejoSuperior de Investigaciones Científicas (CSIC)), სსიპ სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტი ამიერკავკასიის 50 საუკეთესო უნივერსიტეტს შორისაა 39-ე ადგილით.
საამაყოა, რომ რეიტინგის სიას ლიდერობს სამი ქართული სახელმწიფო უნივერსიტეტი.
სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტი რეგიონული უნივერსიტეტების სამეულშია, ხოლო სახელმწიფო უნივერსიტეტებს შორის მე-7 ადგილს იკავებს.
რეიტინგი განსაზღვრავს მსოფლიო უნივერსიტეტებს შორის, ასევე ევროპის უნივერსიტეტებს შორის ადგილებსაც. სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტი მსოფლიოს 32 164 უნივერსიტეტიდან იკავებს 14 292-ე ადგილს, ხოლო ევროპის 6 036 უნივერსიტეტიდან 3 226-ე ადგილს.
მსოფლიო უნივერსიტეტების ვებომეტრიული რეიტინგის შემუშავებისას გათვალისწინებული მთავარი ინდიკატორი იყო სამეცნიერო აქტივობა და ბიბლიომეტრული მეთოდებით მიღებული შედეგები.
ვულოცავთ უნივერსიტეტის პროფესურასა და სტუდენტობას მიღწეულ წარმატებას.https://webometrics.info/en/Europe
