1 ოქტომბერს, აშშ საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) საბაზისო განათლების პროგრამის ფარგლებში, ხელი მოეწერა მესამე წლის საგრანტო ხელშეკრულებას, რომლის თანახმადაც სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტი პროგრამის სხვა 7 პარტნიორ უნივერსტეთან ერთად გააგრძელებს საქართველოს საჯარო სკოლებში მასწავლებელთა და სკოლის დირექტორთა პროფესიული განვითარების სხვადასხვა აქტივობების განხორციელებას.
USAID საბაზისო განათლების პროგრამა ახორციელებს თანამედროვე სასწავლო მეთოდების შემოღებას და ინტერაქტიული სასწავლო პროგრამების დანერგვას, რაც ხელს შეუწყობს მოსწავლეთა წიგნიერების, მათემატიკური აზროვნების, ამოცანის ამოხსნის და კრიტიკული აზროვნების უნარების განვითარებას.