სჯსუ და საერთაშორისო კონფერენცია

სჯსუ და საერთაშორისო კონფერენცია „ბავშვთა უფლებების საკითხების ჩართვა საუნივერსიტეტო საგანმანათლებლო პროგრამებსა და კურიკულუმები“.

  ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში 23-24 სექტემბერს მიმდინარეობს მეორე საერთაშორისო კონფერენცია: „ბავშვთა უფლებების საკითხების ჩართვა უნივერსიტეტო საგანმანათლებლო პროგრამებსა და კურიკულუმებში“, სადაც მონაწილოებენ: საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე  ეკატერინე დგებუაძე,  აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრი მაია ხაჯიშვილი,  საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე დავით სერგეენკო,  ბავშვთა უფლებების დაცვის მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭოს თავმჯდომარე ნინო ქადაგიძე, საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრეზიდენტი, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს პრეზიდენტი აფშან ხანი, ევროპისა და ცენტრალური აზიის UNICEF-ს რეგიონალური დირექტორი; UNICEF-ის წარმომადგენელი ჟენევაში (გაერო); სპეციალური კოორდინატორი ევროპაში ლტოლვილთა და მიგრანტთა საკითხებში. მერაბ ხალვაში, რექტორი, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი ღასან ხალილი, UNICEF-ის წარმომადგენელი საქართველოში.

 ასევე საქართველოს შვიდი სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი: როლანდ კოპალიანი, მერაბ ხალვაში, გიორგი სოსიაშვილი, ზურაბ ხონელიძე, თეონა ხუფენია, მაკა ბერიძე, ირმა შიოშვილი.

 სჯსუს რექტორმა მაკა ბერიძემ ღრმად და ამომწურავად ისაუბრა „ბავშვთა უფლებების საკითხების უმნიშვნელოვანეს საკითხზე და გააკეთა აქცენტები საუნივერსიტეტო საგანმანათლებლო პროგრამებსა და კურიკულუმებში ამ მიმართულებით ახალი მიდგომების დასახვაზე, ბავშვთა უფლებების ცენტრის როლზე სჯსუს ახალციხისა და ახალქალაქის მუნიციპალტეტბში.მთელს რეგინში.

 კონფერენციიის ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებით: ბავშვთა უფლებების სწავლება და სწავლა უნივერსიტეტებში მოხსენებები წარადგინეს აკადემიური სფეროს წარმომადგნლებმა საქართველოსა და ევროპული უნივერიტეტბის წარმომადგნლებმა.

 სჯსუს წარმოადგენდა: სჯსუს-ს პროფესორი ირმა ქურდაძე, ასოცირებული პროფესორი მარეხ ნათენაძე, იუსაიდის პროექტის ტრენერები/ სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტიდან: ირმა ხუნდაძე და მარი ნარიმანიძე, ლიანა კობესაშვილი.

კონფერენციაში მონაწილეობდა დაწყებითი საფეხურის მასწავლებლის მომზადების ინტეგრირებული საბაკალავრო-სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამის მეოთხე კურსის სტუდენტი ვარა გალიბინი, რომელმაც ესე წარადგინა ესსების კონკურსში. მისმა წარდგენილმა ნაშრომმა “ბავშვთა უფლებები აღმზრდელობითი მუშაობის მეთოდიკის კურსში- ქეისები და ცოცხალი აქტივობები” მაღალი შეფასება დაიმსახურა და ერთ-ერთ საუკეთესო ესსედ შეფასდა.

 წარმოდგენილი მოხსენებები და კვლევები მიეძღვნა სასწავლო კუსრსებსა და კურიკულუმებში ბავშვთა უფლებების საკითხების ფოკუსირებას და ახალი რაკურსით დანახვას.