სამეცნიერო ონლაინ კონფერენცია

2021 წლის 1 ივნისს, გაიმართა სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის განათლების, ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის პროფესორ-მასწავლებელთა და დოქტორანტთა სამეცნიერო ონლაინ კონფერენცია მიძღვნილი პროფესორ ტარიელ ფუტკარაძის ხსოვნისადმი.

ცნობილი ქართველოლოგი, ბატონი ტარიელი, გაიხსენეს უნივერსიტეტის რექტორმა პროფესორმა მაკა ბერიძემ, რექტორის მოადგილემ, პროფესორმა მერაბ ბერიძემ,განათლების, ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანმა, გულიკო ბექაურმა, ბიზნესის ადმინისტრირების ფაკულტეტის დეკანმა გიორგი ბუცხრიკიძემ, ინჟინერიის, აგრარულ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანმა ლევან მაკარაძემ, პროფესორი ირმა ქურდაძემ, პროფესორმა როინ ყავრელიშვილმა, ასოცირებულმა პროფესორმა ვახტანგ ინაურმა, ასოცირებული პროფესორმა მაია ქუქჩიშვილმა და სხვა მომხსენებლებმა.

კონფერენციამ იმუშავა ოთხ სექციად:

ენათმეცნიერების სექცია;

ლიტერატურათ მცოდნეობის სექცია;

ისტორიის, ეთნოლოგიისა და არქეოლოგიის სექცია;

განათლების სექცია.

შემაჯამებელ სხდომაზე კონფერენციის მუშაობა შეფასდა დადებითად.

კონფერენციის სამუშაო პროგრამა იხილეთ ბმულზე