18-21 თებერვალს, Erasmus+-ASSET (Assessment Tools for new learning environments in higher education institutions ) – პროექტის ფარგლებში სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის 4 თანამშრომელი – პროფ. თინა გელაშვილი, პროექტის მენეჯერი, ასოცირებული პროფესორები: გულნარა ჯანოვა, მაკა მურვანიძე და დიანა მიქელაძე (მკვლევარ-მასწავლებლები) მონაწილეობას ღებულობდნენ ისრაელის რამდენიმე უმაღლესი განათლების კოლეჯში – ჰაიფა, კინერეტი, სახნინი – ტრენერთა ტრენინგზე, სადაც შესაბამისი უსდ-ს აკადემიური სტაფისთვის ქართველ და ებრაელ კოლეგებთან ერთად ჩაატარეს ვორკშოპი შეფასების სხვადასხვა ხერხებსა და მეთოდებზე (Open Badges; Critical friend; Co-MA;Peer assessment /reflective diary; Soft skills).