ტრენინგები ინოვაციებისა და მეწარმეობის ლაბში

სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის ინოვაციებისა და მეწარმეობის ლაბის მიერ 2024 წლის 2 ივლისს დაიწყო და 11 ივლისს დასრულდება ტრენინგების სერია სტუდენტებთან.

ტრენინგები მიმდინარეობს კონკურენტული ინოვაციის ფონდის, CIF-ის მიერ დაფინანსებული პროექტის „სამეწარმეო განათლება, გზა ინოვაციის, თანასწორობისა და ხარისხისკენ“ ფარგლებში.

ტრენინგები უძღვებიან ინოვაციებისა და მეწარმეობის ლაბის მენტორები: მერი სახამბერიძე, ნინო ხაზალაშვილი, მაია ზედგინიძე, ირაკლი ხაჩიძე და თეა თათენაშვილი.

სტუდენტების შერჩევა მოხდა კონკურსის წესით. შეირჩა 25 სტუდენტი. ტრენინგები თემები ეხება შემდეგ საკითხებს:

✔️სტარტაპის ძირითადი პრინციპები – როგორ განსხვავდება ბიზნესი;

✔️იდეების გენერაცია – პრობლემაზე ორიენტირებული პროდუქტები;

✔️ბიზნეს გეგმის შემუშავება – რა სურთ ინვესტორებს;

✔️იდეის დადასტურება – როგორ შეაფასონ სტარტაპები, ბაზრის კვლევა და ანალიზი;

✔️კაპიტალის მოპოვება – სად უნდა ვეძებოთ დაფინანსება.

სტუდენტები ასევე გაივლიან ტრენინგს ახალი აღჭურვილობის გამოყენებაში. გარდა ამისა, შეიქმნება და შეინახება სასწავლო მასალა ონლაინ პოდკასტის სახით.