29 აპრილს, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში დაიწყო და რამდენიმე დღე გრძელდება ტრენინგების ციკლი „კონკურენტული ინოვაციის ფონდის (CIF)-ის პირველი საგრანტო პროექტის (EPIIC (MES-CIF-1-22) იმპლემენტაციის ნაწილში, თემაზე ,,მესამე მისიის ხარისხის და შესაბამისობის გაძლიერება საქართველოს უნივერსიტეტებში“. ღონისძიება პარტნიორ კავკასიის უნივერსიტეტთან ერთად მიმდინარეობდა.
ტრენინგები სჯსუს ოთხ სხვადასხვა სამიზნე ჯგუფთან ჩაატარა მოწვეულმა ექსპერტმა, კავკასიის უნივერსიტეტის სტრატეგიული განვითარების დეპარტამენტის დირექტორმა, საერთაშორისო აკრედიტაციის სამსახურის უფროსმა და (SQUARE) პროექტის კოორდინატორმა ირმა გრძელიძემ.
აღნიშნული ტრენინგები მიზნად ისახავს 3M სტრატეგიის განვითარებას. მესამე მისია გულისხმობს რეგიონის სოციალურ, ეკონომიკურ და კულტურულ განვითარებას ინდუსტრიასა და საზოგადოებაში ცოდნისა და ტექნოლოგიის ტრანსფერის მეშვეობით. მესამე მისია ასევე მოიცავს მეცნიერებისა და საზოგადოების განვითარებას კომუნიკაციისა და საზოგადოებრივი ჩართულობის სხვადასხვა ფორმებით. მესამე მისიის აქტივობების კლასიფიცირება ძირითადად ხდება:
კვლევასთან მიმართებით (ტექნოლოგიის ტრანსფერი და ინოვაცია),
სწავლებასთან მიმართებით (მთელი სიცოცხლის მანძილზე სწავლა) და
უნივერსიტეტის ჩართულობა სოციალურ და კულტურულ ცხოვრებაში.
სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტი და კავკასიის უნივერსიტეტი, ჯორჯ ვაშინგტონის -ს ექსპერტების დახმარებით განიხილავენ არსებულ სტრატეგიებს, განსაზღვრავენ და შეცვლიან ელემენტების გაუმჯობესების, სწრაფი კომუნიკაციის და სტრატეგიების ინტერნაციონალიზაციისთვის. რადგან ამჟამად სჯსუ-ს არ აქვს მე-3 მისიის სტრატეგია, ეს პროექტი საშუალებას მისცემს მას გადაიღოს CU-ს გამოცდილება და GWU-ს ექსპერტებთან ერთად გაითვალისწინოს ძირითადი საზოგადოებრივი ინტერესები, რაც მოეთხოვება თანამედროვე საჯარო უნივერსიტეტს.
შედეგად მივიღებთ საუკეთესო პრაქტიკაზე დაფუძნებულ 3M-ს, რომელიც დაეყრდნობა აშშ-ს უახლეს ცოდნასა და გამოცდილებას.